როგორ მივიტანოთ სუფრაზე ქაშაყი, შებოლილი სკუმბრია და წითელი თევზი - სერვირების ორიგინალური იდეები - Gemrielia.ge

როგორ მივიტანოთ სუფრაზე ქაშაყი, შებოლილი სკუმბრია და წითელი თევზი - სერვირების ორიგინალური იდეები

შებოლილი და გამოყვანილი თევზეული ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტია. თუ თქვენც გიყვართ ეს გემრიელი და სასარგებლო თევზეული, გთავაზობთ სერვირების საუკეთესო ვარიანტებს, რომლებიც აუცილებლად გაალამაზებს თქვენს სუფრას.

თუ მეგობრებთან ერთად ლუდის დალევა და გემრიელად წახემსება გადაწყვიტეთ, თევზის დაფა იდეალური არჩევანი იქნება. რეცეპტებში მოცემული თევზეული შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც შეფუთვით, ასევე წონითაც.

2-1720779483.jpg

მის ასაწყობად დაგჭირდებათ:

  • ერთი ქაშაყი
  • ერთი სკუმბრია
  • 200 გ. ქაშაყის ფილე პიკანტურად

3-1720779570.jpg

  • 150 გ. ქაშაყის ფილე თეთრი
  • 200 გ. სკუმბრიის ფილე
  • ზეთისხილი 1 ქილა
  • 1 თავი თეთრი ხახვი
  • 1 თავი წითელი ხახვი
  • ლიმონი 1 ცალი
  • ოხრახუში
  • კარაქი 70 გ.
  • წითელი ხიზილალა 100 გ.
  • პური ან ბაგეტი

მომზადება:

წითელი თევზი, ქაშაყი და სკუმბრიის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად.

2-1720779626.png

დაფის ერთ მხარეს მოათავსეთ დაჭრილი ქაშაყის ფილე პიკანტურად და სკუმბრია. მორთეთ ოხრახუშითა და ხახვით. წითელი ხახვი დაჭერით რგოლებად, თეთრი ხახვი კი ნახევარ რგოლებად. ლამაზად დაამატეთ ლიმონი და ზეთისხილი.

23-1720779697.png

თევზის სერვირების მეორე ვარიანტი:

კარაქი და წითელი თევზი მოათავსეთ პატარა თასებში. შემდეგ მოათავსეთ დიდ თეფშზე. ერთ მხარეს მოათავსეთ სკუმბრია და ქაშაყი ხახვთან ერთად. შუაში მოათავსეთ ქაშაყის ფილე და სკუმბრიის ფილე.

ფილესთან მოათავსეთ ოხრახუში, წითელი თევზი და ლიმონის ნაჭრები. მოათავსეთ კრუტონები კიდეებზე და შეავსეთ ცარიელი ადგილი ზეთისხილით.

234-1720779778.png

შეგიძლიათ მოამზადოთ ქაშაყი შიგთავსით:

333-1720779808.jpg

შიგთავსისთვის დაგჭირდებათ:

  • კვერცხი - 1 ც.
  • კარაქი - 1-1,5 ჩ/კ.
  • მოხარშული სტაფილო - 1 ​​ს.კ.
  • მწვანე ხახვი და კამა - გემოვნებით

მომზადება:

მოხარშული კვერცხი, კარაქი და ცოტა მოხარშული სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე თასში. დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა და აურიეთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა მარილი.

1-1720779900.jpg

თევზის ნახევარი დადეთ საკვებ პოლიეთილენის პარკზე, დაადეთ შიგთავსი, გადაანაწილეთ თანაბრად. დააფარეთ მეორე ნახევარი, გადაახვიეთ პარკში და შედეთ საყინულეში 10 წუთით.

2-1720779948.jpg

შემდეგ დაჭერით პროპორციულ ნაჭრებად, მოათავსეთ ლანგარზე შემწვარ კარტოფილთან ერთად და მორთეთ მწვანე ხახვითა და კამით.

კარტოფილი წინასწარ მოხარშეთ კანიანად, გაამშრალეთ, დაჭერით წრეებად, შეწვით არომატულ მზესუმზირის ზეთში, ოდნავ მოაყარეთ მარილი და პილპილი.

კიდევ ერთი ორიგინალური იდეა გახლავთ სალათი გამომცხვარი ბოსტნეულითა და ქაშაყით

123-1720779982.png

დაგჭირდებათ:

  • გამომცხვარი ჭარხალი
  • გამომცხვარი კარტოფილი
  • ქაშაყი
  • მწყერის ან ქათმის კვერცხი
  • მწვანე ხახვი
  • სურნელოვანი მზესუმზირის ზეთი - 2 ს.კ.
  • მარცვლოვანი მდოგვი - 1 ჩ.კ.
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ლიმონის წვენი ან ძმარი - გემოვნებით

4-1720780019.jpg

მომზადება:

გამომცხვარი ბოსტნეული დაჭერით პროპორციულ ნაჭრებად, კვერცხები გაჭერით შუაზე.

ქაშაყიც დაჭერით. ყველაფერი ლამაზად გადაიტანეთ ჭარხლის ფოთლებ დაფენილ თეფშზე, მორთეთ მარცვლოვანი მდოგვით და მწვანე ხახვით.

გაგვიზიარეთ თქვენი იდეები და რეცეპტები კომენტარებში!