როგორ ავიწონოთ სწორად?
გახდომა გადაწყვიტეთ და სასწორიც შეიძინეთ? შესანიშნავია! ახლა რამდენიმე საჭირო რჩევას გაგიზიარებთ, რომ სწორად აიწონოთ და ზუსტი მონაცემები მიიღოთ.
• აიწონეთ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს - დილით, უზმოზე, ტუალეტის შემდეგ და ტანსაცმლის გარეშე.
• დარწმუნდით, რომ სასწორი გამართულად მუშაობს. ამის გასაგებად დადექით მასზე 4-5 ჯერ მაინც - მონაცემები უნდა ემთხვეოდეს.
• გაითვალისწინეთ, რომ სხეულის წონა დღის განმავლობაში იცვლება. ცვლილება შეიძება 1 კილოგრამამდე მერყეობდეს.
• მენსტრუაციის წინ წონა მატულობს, რადგან ამ დროს ორგანიზმში სითხის დაგროვება ხდება. ამ დროს ნერვიულობა და რაციონის შეზღუდვაზე ფიქრი არ ღირს.
• გახსოვდეთ - კუნთი ცხიმზე მძიმეა. ხშირად ხდება, რომ ადამიანი ბევრს ვარჯიშობს, სწორადაც იკვებება, წონა კი მაინც არ იკლებს.. სწორედ ამიტომ, არ ღირს კლების პროცესის კონტროლი მხოლოდ სასწორის დახმარებით. ხშირად გაიზომეთ სხეულის სხვადასხვა მონაკვეთის გარშემოწერილობა, ასე უფრო ნათლად დაინახავთ, როგორ იცვლება თქვენი ფიგურა.
ჯანმრთელობა მხოლოდ სწორი კვება არ გახლავთ, აუცილებელია რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, რაც სხეულს უფრო ლამაზს ხდის და განწყობასაც აუმჯობესებს