ბოლო 10 წელიწადში, ატმის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 150 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია
ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა და 10 808 ტონას მიაღწია; 21 %-ით გაიზარდა შემოსავალიც, რომელმაც 2024 წლის 1 მაისი - 14 ივლისის მონაცემებით, 12 მლნ 200 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 5%-ით გაზრდილია ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ფასიც, რომელიც ამ დროისთვის 1.13 აშშ დოლარია.
"ბოლო 10 წელიწადში, ატმის და ვაშლატამას ექსპორტმა 165 ათას ტონას გადააჭარბა; ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა კი 150 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.