გორგია Adore-ს ექსკლუზიური იმპორტიორია - Gemrielia.ge

გორგია Adore-ს ექსკლუზიური იმპორტიორია

ადორე - ავეჯის წამყვანი ბრენდია ამიერკავკასიაში. ის უკვე 30 წელია რაც ბაზარზე გამოჩნდა და, შეიძლება ითქვას, რომ ინოვაციური კომპანიაა ავეჯის სფეროში, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს ექსპორტს. კომპანიის მთავარი მიზანია, მომხმარებელს პროდუქცია შესთავაზოს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და გაზარდოს თავისი წარმოების შესაძლებლობები.

აღნიშნული ბრენდის შეძენა საქართველოში ექსკლუზიურად გორგიაში არის შესაძლებელი. გორგია უკვე 5 წელია რაც Adore Furniture-ს იმპორტს ახორციელებს.

Adore Furniture თანამედრვე და ინოვაციური მიდგომებითა გამოირჩევა. ის დიდ რესურსს დებს განვითარებაში. ადორე პროდუქციის დასამზადებლად მხოლოდ საუკეთესო მასალებს იყენებს, რაც უზრუნველყოფს უკვე დამზადებული ავეჯის ხარისხსა და გამძლეობას. პროდუქცია არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი. ის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მზადდება, რადგან კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს მომხმარებლის კმაყოფილება. ბრენდს აქვს TUV Cert ISO 9001 სერტიფიკატი (რეგისტრირებული გერმანიაში), რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის სანდოობას.

გორგიას დაბადების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია 75%-მდე ფასდაკლება 40 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე. 56%-მდე ფასდაკლება იმოქმედებს ავეჯის სექციაში, ხოლო კონკრეტულად ადორეს ბრენდზე - 36%-მდე. გორგიას მომხმარებლებს 10 დღის განმავლობაში შეეძლებათ მათთვის სასურველი ავეჯი კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ.

Adore Furniture-ის შეძენა შეგიძლიათ როგორც გორგიას ყველა ფილიალში, ასევე ონლაინაც: https://gorgia.ge/ka/aveji/?features_hash=32-135989

R