რომელ კერძებს უხდება ყველაზე მეტად შებოლილი სულგუნი - ეს რეცეპტები ჯერ არ გიცდიათ
შებოლილი სულგუნი ყველის ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა, რომელსაც ძირითადად ღომთან ერთად მიირთმევენ. შებოლილი სულგუნის სპეციფიკური გემო არაფერში აგერევათ. ყველის ამ სახეობის მოყვარულები არა მხოლოდ ღომთან ერთად მიირთმევენ მას, არამედ ამზადებენ სხვადასხვა კერძებს. მაგალითად, შებოლილი სულგუნის ჩხირები პიკანტურ გემოს მატებს მადისაღმძვრელ სალათებს.
კულინარიის ექსპერტები სულ უფრო და უფრო ახალ რეცეპტებს ამზადებენ სალათებისთვის შებოლილი ყველით, რადგან ამ საკითხში ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ გემოვნებასა და ფანტაზიაზე.
თუ თქვენც გიყვართ შებოლილი სულგუნის გემო და არ გეშინიათ ექსპერიმენტების, რამდენიმე საინტერესო კერძის რეცეპტს შემოგთავაზებთ, ამ პროდუქტის მონაწილეობით.
თაშმიჯაბი კარტოფილითა და შებოლილი სულგუნით
თაშმიჯაბი სვანური სამზარეულოს საამაყო კერძია. სვანეთში მას ყველგან აკეთებენ და სტუმრებსაც სიამოვნებით უმასპინძლდებიან. თაშმიჯაბის ტრადიციულ რეცეპტში გამოიყენება კარტოფილი, წყალი, ჭყინტი ყველი ან სულგუნი, თუმცა ალტერნატიული ვერსია შებოლილი სულგუნით, არანაკლებ გემრიელია.
ინგრედიენტები:
- კარტოფილი (სვანური) 1-2 კგ.
- შებოლილი სულგუნი 1 თავი (რძეზე დამზადებული, ნატურალური, ზომიერად მარილიანი, ცხიმიანი, რბილი)
- სხვათა შორის, შებოლილი სულგუნით შეგიძლიათ ასევე მოამზადოთ ჭვიშტარიც.
- წყალი ან რძე
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- კარტოფილი მოხარშეთ კანიანად ქვაბში. გააცალეთ კანი და დაჭყლიტეთ პიურეს კონსისტენციაზე.
- სანამ ცხელია, ჩააჭერით შებოლილი სულგუნი (ან წინასწარ გახეხეთ) და კარგად გადაურიეთ. ყველი კარგად უნდა დადნეს.
- კონსისტენცია დაარეგულირეთ წყლის დამატებით. ფრთხილად დაუმატეთ მარილი, რადგან შებოლილ ყველს აქვს თავისი მარილიანობა.
- სულ ეს არის! თაშმიჯაბი მზადდება საკმაოდ სწრაფად და მარტივად.
სალათი შებოლილი ყველით, გარგარითა და ისპანახით
ეს გემრიელი საზაფხულო სალათი შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც შებოლილი სულგუნის ნაჭრებით, ასევე შებოლილი სულგუნის ჩხირებით.
ინგრედიენტები:
- შებოლილი სულგუნი ან შებოლილი სულგუნის ჩხირი 200 გ.
- გარგარი 12 ც.
- საშუალო ხრაშუნა კიტრი 6 ც.
- ახალგაზრდა ისპანახი 100 გ.
- მდოგვი მარცვლეულის 1 ს.კ.
- ზეითუნის ზეთი 5 ს.კ.
- ვაშლის ძმარი ან ბალზამიკო 1 ჩ.კ.
- მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი
მომზადების წესი:
- შებოლილი სულგუნი დაჭერით კუბიკებად 2 სმ. (თუ სალათს ყველის ჩხირებით ამზადებთ, დაჭერით ყველის ჩხირები 2 სმ-იან ჯოხებად).
- გარგარი გაჭერით სიგრძეზე 4-6 ნაწილად და დააპკურეთ ცოტა ძმარი.
- კიტრი დაჭერით სქელ ნაჭრებად და მოაყაროთ ცოტა მარილი.
- სალათის დრესინგისთვის შეურიეთ მარცვლოვანი მდოგვი, ზეითუნის ზეთი, მარილი და ახლად დაფქული პილპილი.
- შეურიეთ ერთმანეთში: კიტრი, შებოლილი ყველი და გარგარი, დაასხით დრესინგი და ნაზად აურიეთ.
- ისპანახი დააფინეთ თეფშებზე, დაადეთ ზემოდან სალათი, მოაყარეთ ცოტა წიწაკა და გემრიელად მიირთვით.
შებოლილი სულუგუნის ჩხირების და ქათმის ფილეს სალათი
შებოლილი სულუგუნის ჩხირებს ჩვეულებრივ მიირთმევენ როგორც გემრიელ სნექს ლუდთან. ის გემრიელი და საკმაოდ მარილიანია. შებოლილი სულგუნის ჩხირები ძალიან კარგია სალათებშიც. მისი ფორმა საშუალებას მოგცემთ გააკეთოთ ორიგინალური სერვირება.
ინგრედიენტები:
- სულგუნიშ ჩხირები „დღის“ 50 გ.
- ქათმის ფილე 200 გ.
- ახალი კიტრი 1 ც.
- კვერცხი 2 ც.
- მწვანე ხახვი ნახევარი კონა
- მაიონეზი 3 ს.კ.
- მარილი, დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- შებოლილი სულგუნის ჩხირები დაშალეთ თხელ ბოჭკოებად.
- ქათმის ფილე მოხარშეთ მარილიან წყალში, სანამ არ დარბილდება, გააციეთ. მოხარშეთ კვერცხები მაგრად (8-10 წუთი). გაცივებული ქათმის ფილე და ახალი კიტრი დაჭერით გრძელ ნაჭრებად.
- კვერცხები დაჭერით პატარა კუბიკებად, შეურიეთ ქათამი და კიტრი.
- სალათს დაუმატეთ დაჭრილი ყველის ჩხირები. წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. შეაზავეთ მაიონეზით, მოაყარეთ მარილი და დაფქული შავი პილპილი გემოვნებით. აურიეთ კარგად. სალათი შეიძლება მოამზადოთ თანაბარი პროპორციით არაჟანითა და მაიონეზით.
- მომზადებული სალათი გადაიტანეთ თასში. ზემოდან გააფორმეთ შებოლილი ყველის ბოჭკოებით და კიტრით (შეგიძლიათ მორთოთ როგორც გსურთ). უჩვეულო, მაგრამ ძალიან გემრიელი სალათია!
სახელდახელო ფენოვანი ხაჭაპური ლავაშით და ყველის ჩხირებით
ყველაზე მარტივი და სწრაფი საუზმის რეცეპტი.
ინგრედიენტები:
- ლავაში 1
- შებოლილი ყველის ჩხირები „დღის“
- კვერცხი 2 ც.
- ქარაქი (შესაწვავად)
- მარილი მწიკვი
მომზადების წესი:
- ყველის ჩხირები გაახვიეთ ლავაშში რამდენიმე ფენად.
- ჯამში გათქვიფეთ კვერცხები მწიკვ მარილთან ერთად.
- ამოავლეთ ლავაშის ჩხირები კვერცხის მასაში და შებრაწეთ ტაფაზე, კარაქში.
- სასურველია შეწვათ დაბალ ცეცხლზე, რადგან ლავაში სწრაფად იბრაწება.
მსხლის, ვაშლის შებოლილი სულგუნის და გოგრის თესლის სალათა
ეს მსუბუქი და ძალიან გემრიელი სალათა, დაბალკალორიულია.
ინგრედიენტები:
- მწვანე ვაშლი 1 ც.
- მსხალი 1 ც.
- შებოლილი სულგუნი
- სალათის ფოთოლი
- გოგრის თესლი მოხალული
- მაშარაფი (ბროწეულის წვენი) მოსასხმელად
მომზადების წესი:
- ვაშლი, მსხალი და ყველი დაჭერით ძალიან თხელ ნაჭრებათ. მეტი პიკანტურობისთვის, შეგიძლიათ მსხლის და ვაშლის ნაჭრები გრილზე დადოთ.
- შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი და ზემოდან მოასხით ბრუწეულის წვენი (მაშარაფი), რომელიც მზა სახით შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში.
გაგვიზიარეთ თქვენი რეცეპტები, შებოლილი სულგუნის მონაწილეობით!