"ხილის მარტივი ნამცხვარი, რომელსაც ძალიან ხშირად ვამზადებ... მზადდება 40 წუთში" - ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს - Gemrielia.ge

"ხილის მარტივი ნამცხვარი, რომელსაც ძალიან ხშირად ვამზადებ... მზადდება 40 წუთში" - ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს

ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს ხილის ტორტის რეცეპტს უზიარებს.

მისი თქმით, ამ ნამცხვარს ძალიან ხშირად ამზადებს, რადგან დესერტი უამრავი სახის ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა.

"ხილის მარტივი ნამცხვარი, რომელსაც მე ძალიან ხშირად ვამზადებ და ყოველთვის სხვადასხვანაირია, რადგან გაძლევს უამრავი სახის ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მზადდება 40 წუთში, რაღაც შუა - "პეროგსა" და ჩიზქეიქსა და სუფლეს შორის, სცადეთ თქვენც.

პ.ს. ვიდეოში ვამბობ მხოლოდ კვერცხის ცილას, მაგრამ გულიც საჭიროა, საუბრისას გამომრჩა. ცილას რომ ათქვეფ, მერე შაქარს შეურევ, მერე ურევ გულებს, ანუ ჩვეულებრივ ფაფუკ გოგლიმოგლს აკეთებ", - წერს მანანა მგალობლიშვილი.

დესერტის ინგრედიენტები:

  • 3 კვერცი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 200-250 გ. მაწონი/არაჟანი/კეფირი
  • 100-150 გ. კარაქი
  • 1 ჩკ. სოდა
  • 1-2 სკ. ძმარი
  • ვანილი
  • 1-2 ჭიქა ფქვილი
  • ხილი

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში!