რა ხდება ორგანიზმში 40 წლის შემდეგ და რატომ იმატებენ ადამიანები წონაში უფრო მარტივად? - რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი და როგორ დავიკლოთ ზედმეტი კილოგრამები - Gemrielia.ge

რა ხდება ორგანიზმში 40 წლის შემდეგ და რატომ იმატებენ ადამიანები წონაში უფრო მარტივად? - რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი და როგორ დავიკლოთ ზედმეტი კილოგრამები

როგორ იცვლება ნივთიერებათა ცვლა 40 წლის ასაკის შემდეგ, იზრდება თუ არა ქოლესტერინის მომატების რისკი და რამდენად ბუნებრივია ასეთ დროს წონის რადიკალური ცვლილება - თემაზე ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობის საქართველო" საუბრობს:

- უპირველეს ყოვლისა, 40 და 40+ ასაკი ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც ახალგაზრდა ასაკია, თუმცა ენდოკრინოლოგიურად ძალიან საყურადღებო და შეიძლება ითქვას, კრიტიკული პერიოდია. 40 წლიდან როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების ცვლილება იწყება. ორგანიზმი მენოპაუზისათვის ემზადება. მართალია, კაცებში ანდროპაუზა ისე არ ვლინდება, როგორც ქალებში მენოპაუზა, თუმცა ყოველწლიურად ტესტოსტერონის დონე თითო პროცენტით ეცემა და მეტაბოლიზმზე ესეც აისახება.

40 წლის ასაკის შემდეგ ქოლესტერინის დონე იზრდება. ქოლესტერინი როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში, სასქესო ჰორმონებისათვის ერთგვარი საშენი მასალაა. ვინაიდან 40 წლიდან ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონები სინთეზი კლებულობს, ამდენი საშენი მასალა ქოლესტერინის სახით საჭირო აღარ არის. შესაბამისად, გაუხარჯავი ქოლესტერინი სისხლში გროვდება და მისი დონე იმატებს.

ასევე, იზრდება სხეულის წონაში მომატების რისკი. როდესაც კაცისა და ქალის სასქესო ჰორმონების დონე ნელ-ნელა კლებულობს, სისხლში მათი კონკურენტი ჰორმონების დონე იზრდება. მათი ერთ-ერთი კონკურენტი კი ინსულინია. მოგეხსენებათ, ინსულინი სამშენებლო ჰორმონია, რომელიც უპირატესად ცხიმოვან ქსოვილს აშენებს. ეს აბსოლუტურად ფიზიოლოგიური პროცესია და მას ფიზიოლოგიური ინსულინრეზისტენტობა ეწოდება, რომლის დროსაც, თუნდაც გამხდარ ქალებს, ფორმა ეცვლებათ და სილუეტი უფრო მომრგვალებული ხდება. ამიტომაცაა, რომ ქალები ხშირად აღნიშნავენ და ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ კვების სტილი არ შეუცვლიათ და ფიზიკურად აქტიურები არიან, მაინც იმატებენ წონაში...განაგრძეთ კითხვა