რატომ არის კარგი ჭამის შემდეგ სიარული? - ნახეთ რა აჩვენა კვლევამ
მიუხედავად იმისა, რომ სიარული ნებისმიერ დროს კარგია, ჭამის შემდეგ სეირნობამ შესაძლოა მეტის სარგებელი უზრუნველყოს.ჭამის შემდეგ
რამდეგ ხანში უნდა იაროთ?
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებს აქვთ არაერთგვაროვანი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად უნდა იაროთ ჭამის შემდეგ, რეკომენდაციია, რომ კარგია მოძრაობა რაც შეიძლება მალე, იდეალურია ჭამიდან ნახევარ საათში.
არ არსებობს მკაცრი წესები იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს უნდა იაროთ. შესაძლებელია სარგებლობის მიღება ხანმოკლე, ნელა სეირნობითაც კი. შეგიძლიათ დაიწყოთ ხანმოკლე სეირნობით და თანდათან გაზარდოთ სიარულის ხანგრძლივობა.
რატომ არის კარგი ჭამის შემდეგ სეირნობა?
კარგია სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის.
კვლევებმა აჩვენა, რომ ჭამის შემდეგ სიარული კარგია სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის.
სიარული მოითხოვს კუნთების მუშაობას, ხოლო ეს პროცესი წვავს გლუკოზას, როგორც საწვავს ამ სამუშაოს შესასრულებლად. შედეგად, ჭამის შემდეგ სიარული ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს როგორც დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, ასევე ჯანმრთელ პირებში.
ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას
კვირაში სამჯერ, 20 წუთის განმავლობაში სიარული მნიშვნელოვნად ამცირებს არტერიულ წნევას.
სიარულმა შეიძლება დადებითად იმოქმედოს ქოლესტერინის დონეზე. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სიარული მნიშვნელოვნად ამცირებს "ცუდი" ქოლესტერინს, რომელიც ბლოკავს არტერიებს...განაგრძეთ კითხვა