"პაციენტები ამბობენ, რომ ამ დაავადებებს ზღვა შველის, სინამდვილეში კი..." - რა განმარტებას აკეთებს ზაზა თელია? - Gemrielia.ge

"პაციენტები ამბობენ, რომ ამ დაავადებებს ზღვა შველის, სინამდვილეში კი..." - რა განმარტებას აკეთებს ზაზა თელია?

დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, ზაფხულში, მზის სხივების ინტენსიური ზემოქმედების შედეგად გამწვავდეს ან პირიქით, გაუმჯობესდეს:

- ზაფხულის თვეები და მზის ინტენსიური სხივები, კანის გარკვეული ტიპის დაავადებებისა და კანის ინფექციების განვითარების მაღალ რისკს წარმოადგენს. არის კანის ისეთი დაავადებები, რომლებიც მზის ულტრაიისფერ სხივებთან ზემოქმედების შედეგად შეიძლება, გამწვავდეს და არის დაავადებები, რომლებიც, პირიქით, შეიძლება, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით გაუმჯობესდეს.

კანის დაავადებები, რომლებიც მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმდებით მწვავდება და რთულდება:

  • ე.წ. სოლარული ურტიკარია, ანუ მზის ალერგია. არიან ადამიანები, რომლებსაც მზის ალერგია აწუხებთ. ასეთ დროს, მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად, კანზე გამონაყარი, სიწითლე, ქავილია გამოხატული.
  • ფოლიკულიტი - ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კანის პრობლემაა, რომელსაც თმის ძირის ანთებასაც უწოდებენ. ფოლიკულიტს სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს. შეიძლება როგორც ბაქტერიული, ასევე სოკოვანი ფაქტორი იყოს. გულ-მკერდის, დეკოლტეს არეზე, ასევე ზურგზე, კისერზე, სახეზე ჩირქოვანი გამონაყარი შეგვხვდეს.
  • აკნე - რუჯის გადასვლასთან ერთად, გამონაყარი უფრო აქტიური ხდება. შესაბამისად, აკნე იმ დაავადებების კატეგორიაა, რომელსაც მზის ულტრაიისფერი სხივები არ უხდება.
  • იმპეტიგო - ზღვის სეზონზე და ზაფხულის პერიოდში ავადობა მკვეთრად იმატებს.
  • ტინეა - კანის სოკოვანი ინფექცია, რომელიც ასევე ასევე შესაძლოა, ამ პერიოდში გამწვავდეს...განაგრძეთ კითხვა