ავოკადოს იმპორტი რეკორდულია - რა არის პროდუქტი ფასი?
საქართველოში ავოკადოს იმპორტი ყოველწლიურად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, წელს 6 თვეში საქართველოში 988.7 ტონა (2.204 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი შემოვიდა, რაც წინა წლებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია.
შედარებისთვის, 10 წლის წინ, 2014 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოში მხოლოდ 16.8 ტონა (46.3 ათასი აშშ დოლარის) ავოკადოს იმპორტი განხორციელდა, 2015 წლის იანვარ-ივნისში გაორმაგდა და იმპორტმა 33.38 ტონა (87.6 ათასი აშშ დოლარი) შეადგინა.
რაც შეეხება მომდევნო წლების მაჩვენებლებს, 6 თვის მონაცემები ასეთი იყო:
- 2016 წელი (იანვარ-ივნისი) - 45.7 ტონა (145.6 ათასი აშშ დოლარი)
- 2017 წელი - 50.4 ტონა (148.7 ათასი აშშ დოლარი)
- 2018 წელი - 74.2 ტონა (212.7 ათასი აშშ დოლარი)
- 2019 წელი -152.3 ტონა (399.8 ათასი აშშ დოლარი)
- 2020 წელი - 140.8 ტონა (402.9 ათასი აშშ დოლარი)
- 2021 წელი - 182.2 ტონა (608.1 ათასი აშშ დოლარი)
- 2022 წელი - 434.9 ტონა (686.5 ათასი აშშ დოლარი)
- 2023 წელი - 788.6 ტონა (1,449 მლნ აშშ დოლარი)