იტალიის კულტურისა და ისტორიის ნაწილი - ნაყინი სტრაჩატელას ისტორია 1961 წლიდან - დღემდე - Gemrielia.ge

იტალიის კულტურისა და ისტორიის ნაწილი - ნაყინი სტრაჩატელას ისტორია 1961 წლიდან - დღემდე

სტრაჩატელა (იტალ. Stracciatella) ნაყინის სახეობაა, რომელსაც შოკოლადის თხელი „ძაფები“, ან პატარა ნატეხები აქვს. ამ ცნობილი ნაყინის ისტორია იტალიაში, ქალაქ ბერგამოში, 1961 წელს დაიწყო. სტრაჩატელა ენრიკო პანატონის, ცნობილი ჟელატერიის - "ლა მარიანას" მფლობელმა და შემქმნელმა გამოიგონა. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გემოა, იტალიური ნაყინებიდან.

2-1722236037.jpg

ინსპირაცია

ჟელატერია - La Marianna-ს მფლობელმა, ენრიკო პანატონიმ, ამ ნაყინის შექმნის შთაგონება ტრადიციული იტალიური სუპიდან "stracciatella"-დან მიიღო. სუპის სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან "stracciare", რაც ნიშნავს "რღვევას" ან "დაშლას". წვნიანის მნიშვნელოვანი ინგრედიენტია კვერცხი, რომელიც ცხელ ბულიონში ჩაგდებისას „ირღვევა“ და ქმნის თხელ ძაფებს. ამ იდეის გამოყენებით, ენრიკო პანატონიმ გადაწყვიტა შეექმნა მსგავსი ტექსტურის ნაყინი, რათა ახალი შეთავაზება გაეკეთებინა თავისი რესტორნის მომხმარებლებისთვის, რომლებიც მუდამ ითხოვდნენ სტრაჩატელას წვნიანს.

ენრიკო გატაცებული იყო კულინარიით და ცხობით, მრავალი ექსპერიმენტის შედეგად, მან შექმნა თეთრი ნაყინი ნაღებისგან, რომელიც შავი შოკოლადის ნატეხებით გააფორმა. პროცესში დაუმატა გამდნარი შავი შოკოლადიც, რომელიც მომენტალურად გამყარდა და დაიფხვნა. დამდნარი შოკოლადი, რომელიც მომენტალურად მყარდება, მოგვაგონებს კვერცხს, რომელიც ცხელ ბულიონში ჩაგდებისას უცბად მყარდება და მსგავს ფორმებს იძენს.

მომზადების პროცესი

სტრაჩატელას დამზადების პროცესში, თხევად, ცხელ შოკოლადს ნელ-ნელა ასხამენ ცივ ვანილის ნაყინში. ცხელი შოკოლადი მყისიერად მკვრივდება ცივ ნაყინთან შეხებისას და ქმნის შოკოლადის თხელ, ხრაშუნა ნაჭრებს, რომლებიც თანაბრად ნაწილდება მთელ მასაში.

ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება შოკოლადის ფანტელები. მიუხედავად იმისა, რომ სტრაჩატელას ნაყინი ტრადიციულად შეიცავს რძეზე დამზადებულ ნაყინს და რძის შოკოლადს, თანამედროვე ვარიაციები ასევე შეიძლება გაკეთდეს ვანილითა და მუქი შოკოლადით. ნაყინის საწარმოები, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში, ხშირად იყენებენ გახეხილ ან დაჭრილ შოკოლადის ჩიფსებს შოკოლადის ძაფების ნაცვლად.

3-1722236059.jpg

პოპულარობა

სტრაჩატელას ნაყინი სწრაფად გახდა პოპულარული, ჯერ ბერგამოში, შემდეგ კი მთელ იტალიაში. ვანილის ნაყინისა და ხრაშუნა შოკოლადის ნაჭრების უნიკალურმა ტექსტურისა და არომატის კომბინაციამ, ნაყინის მრავალი მოყვარულის გული მოიგო. დღეს, სტრაჩატელას მთელ მსოფლიოში იცნობენ და უყვართ. ის ხშირად გვხვდება ჟელატერიების და კაფეების მენიუშიც.

საქართველოში, სტრაჩატელას ერთ-ერთი მწარმოებელი ნაყინის კომპანია „პალომა“ გახლავთ. მისი ნაყინების ასორტიმენტში, სტრაჩატელა გამორჩეულ ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა რომ სტრაჩატელას იტალიური ფესვები აქვს, პალომას ეს განსხვავებული გემოს რეცეპტურა ადგილზე შემუშავდა და საგემოვნო პარამეტრებით გამორჩეულია. ნაღების კარაქსა და შესქელებულ რძეზე დამზადებული ნაყინი ნამდვილ სიამოვნებას მოგანიჭებთ ზაფხულის ცხელ დღეებში.

4-1722236100.jpg

ამრიგად, სტრაჩატელა არ არის მხოლოდ ნაყინი, არამედ იტალიური ისტორიისა და კულტურის ნაწილია, რომელიც აგრძელებს სხვადასხვა ქვეყნებში სიცოცხლეს და ხალხის აღფრთოვანებას თავისი უნიკალური ტექსტურითა და გემოთი.