ჯანმრთელობის "ჩუმი მკვლელები" - 5 ჯანსაღი პროდუქტი, რომლებთანაც აუცილებელია ზომიერების დაცვა - Gemrielia.ge

ჯანმრთელობის "ჩუმი მკვლელები" - 5 ჯანსაღი პროდუქტი, რომლებთანაც აუცილებელია ზომიერების დაცვა

ჯანსაღი პროდუქტთან მიმართებაშიც კი მიდგომა, „რაც მეტი, უკეთესი“ - არ ამართლებს. ზოგიერთ სასარგებლო და ჯანსაღ პრიოდუქტთანაც საჭიროა სიფრთხილე და ზომიერების გრძნობა.

თუ ყურადღებას მიაქცევთ ერთი შეხედვით ჯანსაღ პროდუქტებს, შეიძლება გაგიკვირდეთ - ისინი გარკვეული დოზით ტოქსიკურია.

ციტრუსის წვენი

greifrut-1722318571.jpg

პირველი, რაც ციტრუსის წვენს ძალიანს ასარგებლოდ აქცევს, არის ვიტამინი C. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ასე მარტივი არ არის.

კლინიკური ონკოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად სვამენ ციტრუსის წვენს, მელანომის განვითარების გაზრდილი რისკი აქვთ. ეს გამოწვეულია ბუნებრივი ნაერთებით, რომელსაც ფსორალენები ეწოდება. ისინი ულტრაიისფერ გამოსხივებას შთანთქავენ, რამაც თავის მხრივ შეიძლება დნმ-ის დაზიანების ხარისხი გაზარდოს.

ეს არ ნიშნავს, რომ უარი თქვათ თქვენს საყვარელ ციტრუსებზე. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფსორალენები თავად არ იწვევენ მელანომას. აქ მნიშვნელოვანია მათი კომბინაცია ულტრაიისფერი გამოსხივების მნიშვნელოვან ზემოქმედებასთან.

თუ სოლარიუმის მოხმარებასტან ერთად გრეიფრუტის წვენსაც აქტიურად მიირთმევთ, ავადმყოფობის მაღალი რისკია.

ბროკოლი

brokoli-1722318612.jpg

რაც არ უნდა ჯანსაღი იყოს ეს პროდუქტი, სამწუხაროდ, ის გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე. შეიცავს ნივთიერებას, რომელიც თრგუნავს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას და იწვევს ჩიყვს...განაგრძეთ კითხვა