5 ჯანსაღი საზაფხულო რეცეპტი შაქრის გარეშე - Gemrielia.ge

5 ჯანსაღი საზაფხულო რეცეპტი შაქრის გარეშე

შაქარი ის საკვები პროდუქტია, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ მისგან დამზადებული სხვადასხვა სახის საკვები (ტკბილეული თუ სხვა გადამუშავებული პროდუქტი) ძალიან გემრიელია და ხშირად განწყობაზეც კი დადებითად მოქმედებს, შაქრის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

რატომ არის შაქარი საზიანო?

მეტაბოლიზმის დარღვევა: შაქარი უარყოფითად მოქმედებს მეტაბოლიზმსა და წონაზე. როდესაც ორგანიზმი იღებს რაფინირებულ შაქარს, ხდება სისხლში გლუკოზის სწრაფი ზრდა, რაც უბიძგებს ორგანიზმს გამოყოს ინსულინი - ჰორმონი, რომელიც ეხმარება უჯრედებს გლუკოზის ათვისებაში. დროთა განმავლობაში, ეს პროცესი ზრდის დიაბეტის რისკს და იწვევს ღვიძლის გაცხიმოვნებას.

წონის მატება: შაქრიანი პროდუქტები მაღალკალორიულია, თუმცა დაბალია მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა. ისინი ხშირად იწვევენ შიმშილის ცრუ გრძნობას, რაც ხელს უწყობს ცხიმების დაგროვებასა და წონის მატებას.

პირის ღრუს პრობლემები: შაქარი ასევე უარყოფით ზეგავლენას ახდენს პირის ღრუს ჯანმრთელობაზე, ხელს უწყობს მავნე ბაქტერიების ზრდას, რაც იწვევს ღრძილების დაავადებებს და კბილების კარიესს.

ჯანსაღი ალტერნატივები

არსებობს შაქრის ჯანსაღი ალტერნატივები, რომლებიც დაგეხმარებათ სასარგებლო პროდუქტებით დაიკმაყოფილოთ ტკბილის მოთხოვნილება, რითაც ჯანმრთელობას ნაკლებ ზიანს მიაყენებით.

ლერწმის შაქარი

ლერწმის შაქარი ტრადიციული და ფართოდ გამოყენებული დამატკბობელია. რაფინირებული შაქრისგან განსხვავებით, ლერწმის შაქარი შედარებით ნაკლები დამუშავების პროცესს გადის. ის შეიცავს მინერალებს, როგორებიცაა კალიუმი, კალციუმი და მაგნიუმი. თუმცა აუცილებელია, რომ ლერწმის შაქრის მოხმარება ჭარბად არ მოხდეს, რადგან მასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სისხლში შაქრის დონის მატებაზე.

ფინიკი

ფინიკი ის ხილია, რომელიც გამოირჩევა ტკბილი, კარამელისებრი არომატით. უჯრედისით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ფინიკი უზრუნველყოფს ენერგიის გამოყოფას და არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ის შეგიძლიათ მიირთვათ ჩირის სახით სალათებში, დესერტებსა თუ საკონდიტრო ნაწარმში.

მაკადამიას კაკალი

მიუხედავად იმისა, რომ მაკადამია არ არის შაქრის პირდაპირი შემცვლელი, მას შეუძლია შაქრის მოხმარების შემცირებაში დაგეხმაროთ. ის ერთ-ერთი იშვიათი და გამორჩეული თხილეულია, რომელსაც ბუნებრივად დაბალი შაქრისა და ნახშირწყლების შემცველობა აქვს. მდიდარია მონოუჯერი, ანუ ჯანსაღი ცხიმებით, უჯრედისითა და B1 ვიტამინით. მაკადამიას თხილი დაგეხმარებათ შეამციროთ ტკბილი საკვების მიღების სურვილი.

იმისთვის, რომ აღნიშნული სამი პროდუქტით ჩაანაცვლოთ რაფინირებული შაქარი, გთავაზობთ 5 მარტივ დესერტის რეცეპტს, რომელიც შაქრის გარეშე მზადდება და ტკბილის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის გამოგადგებათ.

1. ფინიკისა და მაკადამიას ენერგიის ბურთები

ნერგიის ბურთები დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებისგან და შეიცავს ისეთ აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს, როგორებიცაა: მაგნიუმი, რკინა და B ჯგუფის ვიტამინები. იდეალურია ენერგიის გამოსამუშავებლად, დილით საუზმეზე, წასამხემსებლად ან ვარჯიშამდე მისართმევად.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ფინიკის ჩირი
  • 1/2 ჭიქა მაკადამიის თხილი
  • 1 ს/კ ლერწმის შაქარი
  • 1/2 ჭიქა გახეხილი ქოქოსი (სურვილისამებრ)

მომზადების წესი:

კვების პროცესორში აურიეთ წინასწარ ცხელ წყალში დამბალი ფინიკის ჩირი და მაკადამია. უნდა მიიღოთ წებოვანი ნარევი. დაუმატეთ ლერწმის შაქარი და ურიეთ იქამდე, სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ.

მიღებულ მასას მიეცით ბურთის ფორმა და ამოავლეთ გახეხილ ქოქოსში. შედგით მაცივარში 30 წუთით გამყარებამდე, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით.

20170625-img-7665-1722335726.jpg

2. საზაფხულო ხილის სალათი ფინიკის ჩირითა და მაკადამიას ტოპინგით

ამ სალათაში შემავალი ინგრედიენტები წარმოქმნიან დიეტურ უჯრედისს, რაც აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და გეხმარებათ იგრძნოთ თავი დანაყრებულად დიდი ხნის განმავლობაში.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა შერეული ზაფხულის ხილი (მაგ. მარწყვი, მოცვი, ატამი)
  • 1/4 ჭიქა ფინიკის ჩირი, დაჭრილი
  • 1/4 ჭიქა მაკადამია, დაჭრილი
  • 1 ს/კ ლერწმის შაქარი
  • 1 ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

დიდ ჯამში შეურიეთ ხილი ერთმანეთს, მოაყარეთ დაჭრილი ფინიკის ჩირი და მაკადამიას თხილი. მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ ლერწმის შაქარი. ნაზად აურიეთ ერთმანეთში და გემრიელად მიირთვით.

pic3nrdqs-1722335778.jpg

3. გრანოლა ფინიკით და მაკადამიას თხილით

შვრიაში შემავალი კომპლექსური ნახშირწყლები, ბუნებრივი შაქრით გაჯერებული ფინიკის ჩირი და მაკადამიას კაკლის ჯანსაღი ცხიმები უზრუნველყოფს ენერგიის დაბალანსებულ გამოყოფას, რაც გრანოლას საუზმისთვის იდეალურ არჩევანად აქცევს.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა შვრია
  • 1/2 ჭიქა მაკადამიას თხილი, დაჭრილი
  • 1/2 ჭიქა ფინიკის ჩირი,დაჭრილი
  • 1/4 ჭიქა ლერწმის შაქარი
  • 1/4 ჭიქა თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი
  • 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი, გამდნარი
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადების წესი:

პირველ რიგში, გააცხელეთ ღუმელი 175°C-ზე.

დიდ ჯამში აურიეთ შვრია, მაკადამიას თხილი და ფინიკის ჩირი.

ცალკე ჯამში აურიეთ: ლერწმის შაქარი, თაფლი, ზეითუნის ზეთი და ვანილის ექსტრაქტი. გაადნეთ მასა სანამ შაქარი არ დაიშლება. მიღებული მასა ჩაასხით დიდ ჯამში, შვრიის მიქსში.

კარგად მოურიეთ და გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე. გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში შეოქროსფერებამდე. გააგრილეთ და შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში.

962073e13ec0f2ef08595c836a34061a-1722335822.jpg

4. ფინიკისა და მაკადამია სმუზი

ეს სმუზი იდეალურია ზაფხულში, რადგან მასში შემავალი ნუშის რძე და ყინულის კუბები დაგეხმარებათ დიდხანს დარჩეთ ჰიდრირებულები. ხოლო, ლერწმის შაქარი და ფინიკის ჩირი დაგიკმაყოფილებთ ტკბილეულისადმი მოთხოვნილებას.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ნუშის რძე (ან ნებისმიერი სხვა რძე)
  • 1/2 ჭიქა ბერძნული იოგურტი
  • 1/4 ჭიქა ფინიკის ჩირი, დაჭრილი
  • 1/4 ჭიქა მაკადამიას თხილი
  • 1 ს/კ ლერწმის შაქარი
  • 1 ბანანი
  • ყინულის კუბები (სურვილისამებრ)

მომზადების წესი:

ყველა ეს ინგრედიენტი აურიეთ ბლენდერში იქამდე, სანამ კრემისებრ გლუვ მასას არ მიიღებთ. ჩაამატეთ ყინულის კუბები და ისევ აურიეთ. გადმოასხით ჭიქაში და გემრიელად მიირთვით.

vanilla-chai-macadamia-smoothie-hi-res-sarah-bell-our-nourishing-table-6-edited-scaled-1722335879.jpg

5. ლერწმის შაქრით მოჭიქული მაკადამიასა და ფინიკის ტარტი

ეს უგემრიელესი ტარტი სხვა შაქრიანი დესერტებისგან განსხვავებით, დესერტის ჯანსაღ ალტერნატივას წარმოადგენს.

ინგრედიენტები:

  • ღვეზელის ცომი
  • 1 ჭიქა ფინიკის ჩირი, კურკაგაცლილი და დაჭრილი
  • 1/2 ჭიქა მაკადამია, დაჭრილი
  • 1/4 ჭიქა ლერწმის შაქარი
  • 1/4 ჭიქა თაფლი
  • 1/4 ჭიქა კარაქი, გამდნარი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადების წესი:

გააცხელეთ ღუმელი 175°C-მდე.

ჯამში შეურიეთ ლერწმის შაქარი, თაფლი, გამდნარი კარაქი, კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი.

დაუმატეთ ნარევს დაჭრილი ფინიკი და მაკადამიას კაკალი, კარგად აურიეთ. ჩაასხით მიღებული შიგთავსი მზა ღვეზელის ქერქში.

გამოაცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში, ან სანამ შიგთავსი არ გამყარდება და ქერქი ოქროსფერი არ გახდება.

გაგრილების შემდეგ მიირთვით.

799d8f8e464bc000540979bd86e6d03e-1722335929.jpg

შაქრის მოხმარების შემცირება და მისი ჯანსაღი ალტერნატივებით ჩანაცვლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი დამატკბობელი, მათ შორის ბუნებრივიც, ზომიერად უნდა მივიღოთ ბალანსირებული კვების რეჟიმის ფარგლებში.

აღნიშნული უშაქრო, ჯანსაღი პროდუქტების მომარაგება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიიდან „ჩემი მარაგი“, რომელიც მომხმარებელს 250 - მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულს, თხილეულს, ხილსა და ბოსტნეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებებთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.

(R)