საშიშია თუ არა გზის პირას ნაყიდი ხილ-ბოსტნეული და დეფორმირებული ნაყინი? - Gemrielia.ge

საშიშია თუ არა გზის პირას ნაყიდი ხილ-ბოსტნეული და დეფორმირებული ნაყინი?

რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ სურსათის უვნებლობის სპციალისტმა ირაკლი არაბულმა ზაფხულში ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროდუქტების, ხილ-ბოსტნეულისა და ნაყინის შეძენის დროს უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საფრთხეს შეიცავს საავტომობილო გზის პირას გასაყიდად გამოტანილი ხილ-ბოსტნეული და ასევე დეფორმირებული ნაყინი, რომელიც სავაჭრო ობიექტების მაცივრებში გვხვდება ხოლმე.

„გზის პირას გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი გარკვეულწილად რისკისშემცველია. გარდა იმისა, რომ არსებობს ფიზიკური დაბინძურება, რომელიც მანქანების გადაადგილების შედეგად წარმოიქმნება, ასევე არსებობს პროდუქტის გამონაბოლქვიდან ტყვიით დაბინძურების შანსი. თავდაცვის ერთადერთი მექანიზმია არის ის, რომ საფუძვლიანად უნდა გავრეცხოთ ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული, რასაც შევიძენთ...განაგრძეთ კითხვა