დაასუბსიდირებს თუ არა მთავრობა რთველს წელსაც - როგორია ფასი და პირობები?
რთველის სუბსიდირება წელსაც განხორციელდება, - ამის შესახებ მთავრობის სხომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სუბსიდირებით ისარგებლებს ყურძნის ჩამბარებელი კომპანია, რომელიც კახეთის რეგიონში არანაკლებ 100 ტონა რქაწითელს ჩაიბარებს. სუბსიდირების რაოდენობა კი ერთ კილოგრამზე 20 თეთრით განისაზღვრა.
„გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, შეიქმნა ვენახების კადასტრი, გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი. საექსპერტო ბაზრების არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა წლების განმავლობაში და რეკორდულ რაოდენობამდე გაიზარდა ექსპორტი, მოსავალი. ყველაფერი კეთდება, რომ დარგი წლიდან წლამდე განვითარდეს. წელს, საპროგნოზო მოსავალი შეადგენს 300 ათას ტონას...განაგრძეთ კითხვა