"გვეხმარება წონაში დაკლებაში და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში..." - კიდევ რა სასარგებლო თვისებები აქვს ყავას?
დილით დალეული ფინჯანი ყავა გეხმარებათ გამოფხიზლებაში და ენერგიას გაძლევთ დღის დასაწყისში.მაგრამ არა მხოლოდ ეს, სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ყავას ჯანმრთელობის მრავალი სასარგებლო თვისება აქვს.
1. გვიცავს დეპრესიისგან
2018 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Nutrients-ში, ყავა არა მხოლოდ ენერგიას გვანიჭებს და გვაფხიზლებს, არამედ ბევრად უფრო ბედნიერებს გვხდის. კვლევაში მონაწილეობა 14500 ესპანელმა სტუდენტმა მიიღო. მათ, ვინც დღეში მინიმუმ ოთხ ფინჯან ყავას სვამდა, დეპრესიის საგრძნობლად ნაკლები რისკი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ჩვეულებრივ სვამდა მხოლოდ ერთ ფინჯან ყავას ან საერთოდ არ სვამდა ყავას.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ეფექტი შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ კოფეინი ბლოკავს თავის ტვინში ადენოზინის რეცეპტორებს, ხოლო ამ ნივთიერების აქტივობის დაქვეითება იწვევს "სიამოვნების ჰორმონის" დოფამინის აქტივობის ზრდას.
2. კურნავს ღვიძლს
ყავა რომ ღვიძლისთვის კარგია, ამას მრავალი კვლევის შედეგები მოწმობს. მათგან ერთ-ერთმა უახლესმა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Nutrients 2023 წლის იანვარში, აჩვენა, რომ ყავა ამცირებს არაალკოჰოლური ცხიმოვანი ჰეპატოზის დაავადების (სტეატოჰეპატიტის) განვითარების რისკს. აღნიშნული დაავადება, რომელიც იწვევს ციროზს, ფიბროზს და ღვიძლის კიბოს.
კვლევის 156 მონაწილედან, რომელთა უმეტესობას ჰქონდა სიმსუქნე და ტიპი 2 დიაბეტი - სტეატოჰეპატიტის რისკ-ფაქტორები - რომლებიც რეგულარულად სვამდნენ ბევრ ყავას, როგორც კოფეინიანს, ასევე უკოფეინოებს, ღვიძლი ბევრად უფრო ჯანმრთელი ჰქონდათ.
3. გვეხმარება წონაში დაკლებაში და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში
ეს ეფექტი შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ კოფეინი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, და ხელს უწყობს ცხიმების წვას. ასე რომ, მხოლოდ 100 მილიგრამი კოფეინი - დაახლოებით საშუალო ფინჯან ყავა - ზრდის დასვენების დროს მეტაბოლიზმს 10%-ით. ეს აღმოაჩინეს 1989 წელს გამოქვეყნებული კვლევის ავტორებმა American Journal of Clinical Nutrition-ში...განაგრძეთ კითხვა