როგორი ფინანსური თვე გექნებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? - აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
აგვისტოში მერკური - ჩვენი გონების მმართველი და კომუნიკაციის პლანეტა რეტროგრადულია, ამიტომ ახალი საქმეების დაწყებას, ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას არ გირჩევთ, თუმცა, უმჯობესია, ასტროლოგიურ პროგნოზს გაეცნოთ თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:
ვერძი
აგვისტოში დროულად მოგიწევთ გადასახადების და ვალების გადახდა, არ გადადოთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები, დოკუმენტების შედგენა და ხელმოწერა. შეიძლება იყოს შფოთვა დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებასთან, ფულის გადარიცხვებთან და თანამშრომლობის შეთავაზებებთან.
14 აგვისტოდან ენერგიული მარსის შეერთება გავლენიან იუპიტერთან კეთილდღეობის ახალ იმედს მოგიტანთ. გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ მეტი და ისარგებლოთ არსებული სიტუაციებიდან. ახალი პროექტის დაწყება მოლოდინს გაამართლებს.
კურო
თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა ქალწულში დარჩება თითქმის მთელი აგვისტო, რაც დადებითად აისახება თქვენს შრომისუნარიანობაზე. საუკეთესო შედეგებს მიაღწევთ პროფესიაში. ამასთან, არ გირჩევთ უცნობ სფეროებში გადასვლას, არაჩვეულებრივი საქმიანობით დაკავებას ან ახალი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენებას. და თუ ახალ გუნდში აღმოჩნდებით, მაშინ ადაპტაცია ნელი იქნება. გაზრდილი მოგება ელით მეწარმეებს, რომლებიც წარმოებით არიან დაკავებულნი ან ქმნიან რაღაცას საკუთარი ხელით.
6-დან 17 აგვისტომდე პერიოდი ყველაზე ხელსაყრელია საქონლის შესაძენად, ვიდრე მომსახურების. უმჯობესია ძვირად ღირებულ სერვისებში ფულის გადახდა მომავალ თვემდე გადადოთ.
ტყუპი
თქვენი შეუპოვრობა, დისციპლინა, მოთმინება და შრომისმოყვარეობა აგვისტოში მოგების მთავარი პირობა იქნება. და შესაბამისად, მათი ნაკლებობა, გამოიწვევს ფინანსურ ნაკლებობას. თქვენი მიზნების მიღწევა დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ აგვისტო უფრო აქტუალურია დასვენებისთვის. დაქვემდებარებულებისთვის რთული პერიოდი მოდის. სავარაუდოა სამუშაო პასუხისმგებლობის გაზრდა, დამატებითი დატვირთვა და რთული ამოცანებისა და დავალებების მიღება. მაგრამ ხელსაყრელია პასუხისმგებლობის დაკისრება სხვებისთვის. ფინანსური წარმატება გელით თუ ხართ: ექიმი, ფსიქოლოგი, კოსმეტოლოგი, ქოუჩი, იურისტი, მშენებელი, და შემკეთებელი.
ქალწული
აგვისტოში ფულს იოლად მოიზიდავთ. გაგიმართლებთ, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მაგალითად, სავაჭრო ბიზნესთან, კვებასთან, სამოსთან და მედიკამენტებთან. ეფექტური იქნება ფიზიკური შრომა და ხელნაკეთობები. თქვენი მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული იქნება თქვენსავე ნიშანში 5-დან 28 აგვისტომდე. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. შეცდომებისა და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, უფრო ხშირად უნდა დაათვალიეროთ თარიღები და შეხედოთ საათს! ციფრებთან და დოკუმენტებთან მუშაობა მეტ დროს და კონცენტრაციას მოითხოვს...განაგრძეთ კითხვა