"თუ ბავშვს ყველა ნატვრა მაშინვე უსრულდება, ფაქტობრივად, ის ვერ ვითარდება..." - რას გვირჩევს ლალი ბადრიძე? - Gemrielia.ge

"თუ ბავშვს ყველა ნატვრა მაშინვე უსრულდება, ფაქტობრივად, ის ვერ ვითარდება..." - რას გვირჩევს ლალი ბადრიძე?

ბევრი სათამაშო და სურვილების მყისიერი ასრულება სულაც არ ყოფილა ბავშვის განვითარებისთვის დიდად სასარგებლო. ამის შესახებ "საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის" პრეზიდენტილალიბადრიძე საუბრობს.

„ბავშვი, რომელსაც ბევრი სათამაშო აქვს, ფაქტობრივად, ვერ ვითარდება. 50 წლის წინ ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა - ჯონ გრინდერმა ნობელის პრემიის ლაურეატები გამოიკვლია. აინტერესებდა, რა აერთიანებდა ამ ადამიანებს, რომლებმაც ამხელა სიმაღლეებს მიაღწიეს.

აღმოჩნდა, რომ ნობელის პრემიის არც ერთი ლაურეატი ბავშვობაში დალხინებულად არ ცხოვრობდა. უღრუბლო ზეცა არც ერთს არ ჰქონია, ყველას რთული ბავშვობა ჰქონდა გავლილი. მათ აერთიანებდათ ერთი რამ - ოცნება უყვარდათ. ბავშვებში რომ ოცნება არ ჩავკლათ, მივცეთ საშუალება, რომ იოცნებოს. რასაც ინატრა, თუ მაშინვე მოუტანეს, მან ოცნება ვერ მოასწრო...განაგრძეთ კითხვა