ამ დიეტის დაცვით 1 კვირაში 5 კილოგრამს დაიკლებთ - Gemrielia.ge

ამ დიეტის დაცვით 1 კვირაში 5 კილოგრამს დაიკლებთ

დიეტა, რომელის წყალობით შეგიძლიათ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე კვირაში 5 კილოგრამამდე დაიკლოთ.

ეს დიეტა ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, ნაწლავის მიკროფლორას ნორმალიზებას, მადის დაქვეითებას და ზედმეტი ცხიმის მოცილებას.

7 დღის განმავლობაში კვების რაციონიდან მთლიანად უნდა ამოიღოთ შემდეგი პროდუქტები: მარილი, შაქარი, პური, ხორცი და თევზი, ასევე ყველა ტკბილეული. ყოველდღიურად უნდა დალიოთ 1,5 ლიტრი წყალი. ამ დიეტის წონის დაკლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სპორტია. თუნდაც მინიმალური ვარჯიში, რომელსაც ყოველ დილით გააკეთებთ, ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებთ.

ყოველდღიური მენიუს მაგალითი:

  • ორშაბათი - საუზმეზე მიირთვით სამი გახეხილი ვაშლის სალათა და რამდენიმე თხილი, შეაზავეთ ლიმონის წვენით. ლანჩისთვის მოამზადეთ მსუბუქი სალათა. შეუთავსეთ სტაფილო, მოხარშული კვერცხი და ცოტა მწვანილი. საღამოს მიირთვით ერთი ფორთოხალი.
  • სამშაბათი - ისაუზმეთ 3 საშუალო ზომის ვაშლისა და სტაფილოს სალათით, ასევე 100 გრ მოხარშული ბრინჯით (მარილის დამატების გარეშე). ლანჩზე გამოაცხვეთ სამი ვაშლი ლიმონის ცერით. საღამოს მიირთვით კიდევ 100 გრ მოხარშული ბრინჯი.
  • ოთხშაბათი - დილით მიირთვით 100 გრ ხაჭო 2 ვაშლთან ერთად. ლანჩზე მიირთვით ვაშლისა და სხვა 3 ხილის შერეული სალათა, რამდენიმე თხილით და თაფლის დრესინგით. ასევე მოამზადეთ 100 გრ წიწიბურას ფაფა, მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთით. სადილად მიიღეთ 150 გრ უცხიმო ხაჭო.
  • ხუთშაბათი - ისაუზმეთ 1 ვაშლისა და 3 სტაფილოს სალათით. ლანჩზე მოამზადეთ იგივე კერძი (უბრალოდ მოაყარეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი და ლიმონის წვენი). საღამოს 4 ვაშლი გამომცხვარი.
  • პარასკევი - დილით მიირთვით გახეხილი ბოსტნეულის სალათა (ერთი ჭარხალი და ამდენივე სტაფილო). ლანჩისთვის მოხარშეთ შვრიის ფაფა. შეავსეთ ფაფა 2 მოხარშული კვერცხით და 1 მოხარშული ჭარხლით. სადილისთვის მოამზადეთ სტაფილოს სალათა თაფლის დრესინგით.
  • შაბათი - გაიმეორეთ ორშაბათის რაციონი.
  • კვირა - გაიმეორეთ სამშაბათის რაციონი.

ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, არ უნდა დაიცვან ეს დიეტა!

ასევე დაგაინტერესებთ: