"დათრგუნულ და მორჩილ ადამიანს ბედნიერებისთვის შანსი თითქმის აღარ რჩება" - როგორ უნგრევენ ბავშვებს ფსიქიკას ზედმეტად მზრუნველი მშობლები? - Gemrielia.ge

"დათრგუნულ და მორჩილ ადამიანს ბედნიერებისთვის შანსი თითქმის აღარ რჩება" - როგორ უნგრევენ ბავშვებს ფსიქიკას ზედმეტად მზრუნველი მშობლები?

ბულინგი ადამიანის ფიზიკური ან ემოციური ჩაგვრაა (ძალადობა). აგრესორების მიზანი მსხვერპლის დამცირება, ზიანის მიყენება, დათრგუნვა, დამორჩილება და მისი ინდივიდუალობის განადგურებაა.ბულინგი შესაძლებელია ნებისმიერ წრეში მოხდეს საბავშვო ბაღში, სკოლაში თუ ეზოში.

ყველაზე ხშირად მსხვერპლნი კომუნიკაციის სირთულეების მქონე ბავშვები არიან - მორცხვი, ჩაკეტილი ბუნებით, რომლებსაც სხვებთან ურთიერთობის დამყარება უჭირთ.

აგრესიისადმი მიდრეკილება არ არის დამოკიდებული სოციალურ, პროფესიულ სტატუსზე ან ასაკზე. აგრესორი შეიძლება იყოს ის, ვინც გრძნობს ძალაუფლებას ან სხვა ადამიანის დამორჩილების სურვილს.

მსხვერპლის შფოთვისა და დამცირებისგან კმაყოფილების მიღების შემდეგ, აგრესორები „სიამოვნებას“ იღებენ და კვლავ აქვთ ამის გამეორების სურვილი, რათა კვლავ განიცადონ ეს ემოციები. მათთვის ბევრად უფრო ადვილია სხვების დაცემის ფონზე უპირატესობის მოპოვება, ვიდრე თავად გააკეთონ რაიმე ღირებული.

ყოველი მჩაგვრელი ყველაზე ხშირად თავადაც მანიპულირების, ჩაგვრის პირობებში აღიზარდა. მას შეიძლება არც ესმოდეს მისი ქმედებების გრძელვადიანი ეფექტი: მაგალითად, მკაცრი მასწავლებელი ან ძალიან მომთხოვნი მშობელი კეთილი განზრახვით მოქმედებს. მათი გადმოსახედიდან ბავშვისთვის ძალიან კარგს აკეთებენ.

მაგრამ ზეწოლა ანგრევს ფსიქიკას და ბავშვის დათრგუნული სულიერი ენერგია შემდეგში აუცილებლად გამოვლინდება პროტესტში ან სხეულის თვითგანადგურებაში. საბოლოოდ ეს ფსიქოსომატურ, ფსიქიკურ ან სომატურ დაავადებებს უწყობს ხელს და რაც მთავარია, არაჯანსაღ და დაუცველ ადამიანს შობს, რომელმაც, თუნდაც რაღაცას მიაღწიოს, ბედნიერების შანსი ძალიან დაბალი აქვს...განაგრძეთ კითხვა