აახალგაზრდავებს და აჯანსაღებს შინაგან ორგანოებს - 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გიყვარდეთ შავი ქლიავი
შავი ქლიავი ყველაზე სასარგებლო ჩირეულის კატეგორიას მიეკუთვნება. ისინიც კი, ვისაც ცოცხალი ქლიავის მომჟავო არომატი არ მოსწონს, აფასებენ ჩირის ხავერდოვან გემოს.
შავი ქლიავი ფართოდ გამოიყენება როგორც დესერტებში, ისე კერძებში. შესანიშნავი გემოს გარდა, მისი უნიკალურობა სასარგებლო თვისებებშიც გამოიხატება.
აი 10 მიზეზი, რის გამოც შავი ქლიავი უნდა გიყვარდეთ: 1. შავი ქლიავი აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას.
2. იცავს კბილის ემალს დაზიანებისა და კარიესისგან, ამაგრებს მას . 3. აქვს მკვეთრად გამოხატული ანტიბაქტერიული თვისებები.
4. სწრაფად მოჰყავს ორგანიზმი ტონუსში, ამაღლებს შრომისუნარიანობას. 5. შავი ქლიავი ხელს უწყობს ორგანიზმში ტუტე-მჟავური ბალანსის დაცვას. 6. აახალგაზრდავებს და აჯანსაღებს შინაგან ორგანოებს.
7. მას აქვს შესანიშნავი გამწმენდი თვისებები, გამოაქვს ტოქსინები ორგანიზმიდან და ხსნის შეკრულობას. 8. ძალიან უხდება სახის კანს.
9. შავი ქლიავი სასარგებლოა ავიტამინოზისა და ანემიის დროს.
10. აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ.