ევროპაში ყავის ფასმა მოიმატა - რატომ იზრდება ფასები? - Gemrielia.ge

ევროპაში ყავის ფასმა მოიმატა - რატომ იზრდება ფასები?

ევროპაში ყავის ფასი გაიზარდა. იტალიაში პანდემიამდე ერთი ჭიქა ყავა 1 ევრო ღირდა, ახლა კი 1,20 ევრომდე ღირს. ყავა გაძვირდა ყველგან და არა მხოლოდ იტალიაში, წერს Politico, ევროპული სტატისტიკური სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით.

ფასის ზრდის მრავალი მიზეზი არსებობს. ჯერ ერთი, ინფლაციამ თითქმის ყველაფერი გააძვირა, ელექტროენერგიიდან ლუდამდე. ქვეყნებს დრო დასჭირდათ პანდემიისგან გამოჯანმრთელებაში. შემდეგ კი უკრაინის ომი დაიწყო, რამაც ენერგიის ფასების ზრდა და გლობალური მიწოდების ჯაჭვის პრობლემები გამოიწვია.

სხვა ფაქტორები ასევე თამაშობენ მნიშვნელოვან როლს, კერძოდ, იემენელი აჯანყებულების თავდასხმები სატვირთო გემებზე წითელ ზღვაში. სულ უფრო და უფრო ხშირი ხდება გადაზიდვები სამხრეთ აფრიკის იმედის კონცხის გარშემო. ეს ნიშნავს ტრანსპორტირების უფრო მეტ დროსა და მაღალ ხარჯებს. გადამზიდავი კომპანია Maersk-ი მოელის, რომ შეფერხებები გაგრძელდება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. ამან ვიეტნამის ყავის ფასებზე იმოქმედა.

ევროკავშირის ახალი წესები გარემოს დაცვის მიმართულებით

ტყის გაჩეხვასთან ბრძოლის ევროკავშირის წესები ძალაში წლის ბოლოს შევა. გამოცემის თანახმად, ყავის მწარმოებლებმა უნდა დაადასტურონ, რომ მათი წარმოებისას მცენარეული შემადგენლობა შენარჩუნებულია. მონაცემთა შეგროვების პროცესი ხანგრძლივი და ძვირია. ბიზნესი ასევე არ არის გათვითცნობიერებული იმაში, თუ როგორ იქნება წესების აღსრულება, რაც ქმნის გაურკვევლობას და შეიძლება გამოიწვიოს ფასების შემდგომი ზრდა...განაგრძეთ კითხვა