რა სიმპტომები ახასიათებს მაიმუნის ყვავილის ვირუსს და როგორ ვრცელდება ის? - ყველაფერი რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - Gemrielia.ge

რა სიმპტომები ახასიათებს მაიმუნის ყვავილის ვირუსს და როგორ ვრცელდება ის? - ყველაფერი რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ

ცნობილი ექიმი და ბლოგერი არჩილ მარაშანია "მაიმუნის ყვავილის" საფრთხეებზე და მკურნალობის გზებზე საუბრობს:

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.იგივე მდგომარეობა იყო გამოცხადებული 2022 წელს, თუმცა, წლევანდელი სიტუაცია განსხვავდება იმით, რომ არის ახალი შტამი, რომელიც წინანდელზე უფრო საშიშია.

რა არის მაიმუნის ყვავილი?

ეს არის ვირუსული დაავადება, რომელიც აღმოაჩინეს 1958 წელს და ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა 1970 წელს დაფიქსირდა.ენდემურად ის გავრცელებულია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის რეგიონებში.

რამდენი შემთხვევაა დაფიქსირებული ამჟამად?

აფრიკის კონტინენტზე, მინიმუმ 13 ქვეყანაში დაფიქსირებულია 17 000-ზე მეტი ინფიცირებისა და 500-ზე მეტი სიკვდილის შემთხვევა, რომელთა უმეტესობა მოდის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე.აფრიკის კონტინენტის გარეთ, პირველი შემთხვევა დაფიქსირებულია შვედეთში...განაგრძეთ კითხვა