რა უშლის და რა უწყობს ხელს ცხიმების სწრაფად დაშლას? - 7 ეფექტური რჩევა, რომელიც წონის კლებაში აუცილებლად დაგეხმარებათ - Gemrielia.ge

რა უშლის და რა უწყობს ხელს ცხიმების სწრაფად დაშლას? - 7 ეფექტური რჩევა, რომელიც წონის კლებაში აუცილებლად დაგეხმარებათ

მედიცინის დოქტორი კოტე თოდუა საკუთარ იუთუბ-არხზე დეტალურად ხსნის, თუ რა უწყობს ხელს ცხიმის წვას, რა აფერხებს ამ პროცესს და როგორ ავიცილოთ თავიდან ცხიმის ახალი მარაგის წარმოქმნა.

რას ნიშნავს „ცხიმების წვა?“

წონის კლება უამრავი ადამიანის სურვილია და ყველას უნდა ეს ცხიმის წვის ხარჯზე მოხდეს. კუნთის „დაწვა“ არავის სურს, თუმცა წონაში კლებისას კუნთიც „იწვის“.

ცხიმები ჩვენს ორგანიზმში ტრიგლიცერიდების სახითაა. ის იხლიჩება თავისუფალ ცხიმოვან მჟავად და გლიცეროლად. თავისუფალი ცხიმოვანი მჟავისგან წარმოიქმნება ენერგია, გამოთავისუფლდება წყალი, რომელსაც შარდის სახით გამოვყოფთ და ნახშიროჟანგი, რომლსაც ამოვისუნთავთ. ამიტომ შარდავენ წონაში კლების დროს მეტს.

ცხიმის წვის ყველაზე დიდი სტიმული არის სტრესი. ამიტომაა, რომ დიდი სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანები წონაში სწაფად იკლებენ. მაგრამ თუ ხშირი სტრესი გვექნება, უფრო გამხდრები ვიქნებით? არა, ასე არ ხდება. პირიქით, თუ სტრესი ქრონიკულია, კორტიზოლის დონე იმატებს, რაც მუდმივ შიმშილს, გაძლიერებულ მადას, მუცლის ცხიმის დაგროვებას და ინსულინრეზისტენტობის ზრდას იწვევს - ეს ყველაფერი ერთად კი წონაში მატებას უწყობს ხელს. ასე რომ, მუდმივი სტრესი წონაში ამატებინებს ადამიანს, ხოლო მოიმენტალური, ხანმოკლე ძლიერი ემოციები კარგია, რადგან ამ დროს გამოყოფილი ადრენალინი ცხიმების დაშლას უწყობს ხელს...განაგრძეთ კითხვა