"ჩემი შვილი მობილურში ყურების გარეშე საჭმელს არ ჭამს..." - როგორ გადავაჩვიოთ ბავშვები ამ მავნე ჩვევას და რას გვირჩევს ფსიქოლოგი? - Gemrielia.ge

"ჩემი შვილი მობილურში ყურების გარეშე საჭმელს არ ჭამს..." - როგორ გადავაჩვიოთ ბავშვები ამ მავნე ჩვევას და რას გვირჩევს ფსიქოლოგი?

ჭამის პროცესში გაჯეტის ჩართვა ან ტელევიზორში მულტფილმის ყურება ძალიან ბევრი ბავშვისთვის უკვე რიტუალადაა ქცეული. ეს ხერხი თავიდან ნამდვილად იდეალურად მუშაობს - ბავშვი პროტესტის გარეშე ბოლომდე ჭამს თავის ულუფას. თუმცა, დროთა განმავლობაში ხვდებით, რომ დიდი შეცდომა დაუშვით - ტელევიზორის გარეშე ბავშვის მაგიდასთან დაჯდომა და კვება თითქმის შეუძლებელი ხდება.

ფსიქოლოგი და დოქტორი ერან მაგენი თვლის, რომ „მშობლებიც ადამიანები არიან და იმსახურებენ ცოტა ხნით მოდუნდნენ და დაისვენონ, მარამ თუ ჭამის დროს ტელევიზორის გამორთვა ისტერიკებს იწვევს და ჭამა ქაოსში გადადის, ესეც საშინელი დისკომფორტია მშობლისთვის."

მეორე მხრივ, ამერიკელი პედიატრი ჯანეტ ლაზი ამბობს, რომ ჭამის დროს ეკრანთან ჯდომა ბავშვების კვებით ჩვევებზე და საერთო ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას.

"როცა ყურადღება გაფანტულია და ეკრანისკენაა მიპყრობილი, ბავშვი შიმშილისა და დანაყრების სიგნალების ამოცნობას ვერ სწავლობს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი კვება ან პირიქით, არასაკმარისი კვება, რადგან ბავშვი ვერ ცნობს სხეულის სიგნალებს“, - ამბობს პედიატრი...განაგრძეთ კითხვა