აქტივირებული ნახშირის სასარგებლო თვისებები - Gemrielia.ge

აქტივირებული ნახშირის სასარგებლო თვისებები

მისი გამოყენება შეიძლება კვირაში 1-2 ჯერ, განსაკუთრებით ცხიმიანი კანისთვის და გადიდებული ფორების შემთხვევაში.

როგორ დავამზადოთ ასეთი ნიღბები საკუთარი ხელით?
თავდაპირველად გაითვალისწინეთ, რომ ნახშირი ტოვებს ლაქებს ხელებსა და ტანსაცმელზე, ამიტომ ფრთხილად უნდა დაამზადოთ.

ნიღაბი ნახშირის ბაზაზე:

ეს ნიღაბი ნებისმიერი კანისთვის გამოდგება. თუ დარწმუნებული ხართ, რომ არც ერთ ინგრედიენტზე ალერგიული არ ხართ, შეგიძლიათ მოამზადოთ და კანზე დაიდოთ.
დაგჭირდებათ: 1 ჩ.კ აქტივირებული ნახშირი, დაფხვნილი, 1 ჩ.კ ალოეს წვენი ან გელი, 1 ჩ.კ წყალი, 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი, მწიკვი ზღვის მარილი. ყველაფერი ერთმანეთში აურეით და გასუფთავებულ კანზე წაისვით. აცალეთ გაშრობა, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კანს ასუფთავებს, ანიჭებს სიგლუვეს.

სკრაბი ნახშირით:

2 აბ ნახშირს დაასხით 1 ჩაის კოვზი წყალი და დაელოდეთ რამდენიმე წუთი, რომ გაიხსნას. დაამატეთ 1-1 ჩ.კ ალოეს წვენი, შაქარი და თაფლი. ამ ნარევით დაიმუშავეთ კანი და ჩამოირეცხეთ წყლით.

ნახშირიანი საპონი კარგი მათთვის ვისაც გამონაყარი აწუხებს. მისი მომზადება მარტივად შეგიძლიათ თავადაც: კოსმეტიკური ან ბავშვის საპონი გახეხეთ, გაადნეთ, ჩაამატეთ დაფხვნილი ნახშირი და ჩაასხით საპონი რაიმე ფორმაში, ახალი ბრიკეტის მისაღებად.

აქტივირებული ნახშირი კბილების გასაწმენდად

2 აბი ნახშირი წმინდად დაფხვენით და დაამატეთ რამდენიმე წვეთი წყალი. უნდა მიიღოთ სქელი პასტისებური მასა. დაასველეთ მასში ჯაგრისი და გაიხეხეთ კბილები, შემდეგ გამოივლეთ წყალი და გაიმეორეთ პროცედურა. საბოლოოდ კარგად გამოივლეთ წყალი, რათა კბილებს შუა არ დარჩეს პატარა ნამცეცები,

სოდისგან და სხვა შინაური საშუალებებისგან განსხვავებით, ნახშირი არ აზიანებს კბილის ემალს და კარგად წმენდს ნადებს. გემო თითქმის არ აქვს. მაგრამ ის აუცილებლად კარგად დაფქული უნდა იყოს, რადგან ნახშირის მსხვილმა ნატეხმა ემალი არ დაკაწროს. მიუხედავად იმისა, რომ ნახშირი საკმაოდ ნეიტრალური და არააბრაზიული პროდუქტია, მხოლოდ პერიოდულად გამოიყენეთ და არა მუდმივად