"ძალიან მიყვარს ვარდები, 6-7 წელია მათი გაშენებით ვარ დაკავებული და თავადვე ვუვლი..." - ეკა კახიანის ვარდების ბაღი მცხეთაში
მომღერალი და მსახიობი ეკა კახიანი "იმედის" ეთერს სტუმრობდა რუბრიკაში "ჩემი მოგზაურობა". თუმცა სანამ მოგზაურობაზე ისაუბრებდა, მანამდე გაამხილა ვარდებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება და საგურამოში მდებარე ეზოში გახარებული ვარდებითაც მოიწონა თავი.
მისი თქმით, ვარდების მოვლა ძალიან შრომატევადი საქმეა.
"ძალიან ბევრი ვარდი მაქვს, საკმაოდ შრომატევადია მათი მოვლა, თუმცა ძალიან მიყვარს. ყველა ვარდის სახელი ვიცი... 6-7 წლის წინ დავიწყე ვარდების მოშენება. ბავშვობიდან მიყვარდა ყვავილები, დედას სულ ჰქონდა, თუმცა უკვე ეზო რომ გვქონდა, მეგობართან ერთად დავიწყე ვარდების ყიდვა, მოგროვება, გახარება...განაგრძეთ კითხვა