"თუ ეს დაავადება გაწუხებთ, მაშინ გარგრის ჩირი თქვენთვის ყველაზე ჯანსაღი ტკბილეულია" - რა სასარგებლო თვისებები აქვს ჩირს?
გარგრის ჩირი ყველაზე ჯანსაღი ტკბილეულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
გარგარის ჩირი მდიდარია კალიუმით - გულისთვის სასარგებლო მიკროელემენტით, რომელიც აუცილებელია მიოკარდიუმის შეკუმშვის ფუნქციისთვის და გულის რითმის ნორმალიზებისთვის. ასი გრამი ჩირი შეიცავს კალიუმის ყოველდღიური მოთხოვნილების 60-70 პროცენტს.
ასევე, საკვები ბოჭკოების წყალობით, გარგრის ჩირი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, რაც ასევე მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მაგალითად, პურის ხრაშუნებში, რომლებიც რეკლამირებულია, როგორც ბოჭკოს წყარო, მისი შემცველობა მერყეობს 5-დან 18 გრამამდე, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია გარგარის ჩირზე.
თუმცა, ეს ჩირი მაღალკალორიული პროდუქტია, ამიტომ მისი ჭამა შეიძლება დღეში არაუმეტეს 50-70 გრამისა.
წყარო: MKURNALI.GE