რომელი სახეობის რძე უნდა მიიღოთ თუ წონის დაკლება გსურთ - Gemrielia.ge

რომელი სახეობის რძე უნდა მიიღოთ თუ წონის დაკლება გსურთ

ყველა რძე არ არის ერთნაირი. ნუშის, სოიოს და ბრინჯის რძე შეგიძლიათ იხილოთ მაღაზიის თაროებზე. მაგრამ იქნებ კლასიკური ძროხის რძე უფრო ჯანმრთელია? დავიწყოთ იმით, რომ კონკრეტული სასმელის სარგებელი დამოკიდებულია თქვენს მიზნებზე.

რძის ან მისი ალტერნატივის არჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სხვადასხვა ფაქტორები: ჯანმრთელობის საჭიროებები, ბიუჯეტი და გემო.

თუ წონის დაკლება პრიორიტეტულია, უნდა აირჩიოთ სასმელები, ცხიმების დაბალი შემცველობით, არ უნდა შეიცავდეს შაქარს და უნდა უზრუნველყოფდეს მაქსიმალურ საკვებ ნივთიერებებს მინიმალური კალორიებით.

უცხიმო ძროხის რძე და სოიოს რძე კარგი ვარიანტია. დადასტურებულია, რომ სოიო ზრდის ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას, როგორიცაა ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის მუშაობას.

წყარო: MKURNALI.GE