„ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ - მთავრობის ახალი პროგრამა - Gemrielia.ge

„ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ - მთავრობის ახალი პროგრამა

მთავრობა ახალი პროგრამას - „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ - იწყებს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, პროგრამის ბიუჯეტი 25 მლნ ლარს შეადგენს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროგრამის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობა, თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით. ამასთან, პროგრამის ამოცანას წარმოადგენს ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობით სათბურში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა, მათ შორის, არასეზონურ პერიოდში.

დადგენილების მიხედვით, პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო, პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...განაგრძეთ კითხვა