"გაიზრდება დაძაბულობა, შფოთვა და ნერვიულობა, შეიძლება ქრონიკული დაავადებები გამწვავდეს..." - სექტემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები - Gemrielia.ge

"გაიზრდება დაძაბულობა, შფოთვა და ნერვიულობა, შეიძლება ქრონიკული დაავადებები გამწვავდეს..." - სექტემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

სექ­ტემ­ბე­რი წლის ერთ-ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვეა. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო გვე­ლო­დე­ბა. მივ­ყვეთ მოვ­ლე­ნებს თან­მიმ­დევ­რუ­ლად:

1-ლ სექ­ტემ­ბერს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი და ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი "რე­ფორ­მა­ტო­რი" - ურა­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­და ( სტა­ტია და პროგ­ნო­ზი ამ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ). უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ და მი­უბ­რუნ­დეთ შემ­დე­გი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რას: ფი­ნან­სე­ბი, ცხოვ­რე­ბის კომ­ფორ­ტი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბა, მო­მავ­ლის ნდო­ბა. ამას­თან, ურა­ნი კუ­რო­შია - მი­წის სტი­ქი­ა­ში და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ამ პე­რი­ოდ­ში ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის ბარ­ბა­რო­სულ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბის სე­რია გა­მო­იწ­ვი­ოს. ამას­თან გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის წყურ­ვილ­მა და მო­უთ­მენ­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­ფუ­ჭოს ბიზ­ნე­სიც და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც. გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე ადა­მი­ა­ნებ­ში გა­იზ­რდე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბა, შფოთ­ვა და ნერ­ვი­უ­ლო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გამ­წვავ­დეს.

2 სექ­ტემ­ბრი­დან 19 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, პლუ­ტო­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლით თხის რქა­ში დაბ­რუნ­დე­ბა, რათა იქ და­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბი. გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე, გვე­ლო­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი პა­რა­დიგმე­ბის შეც­ვლა: ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გავ­ლე­ნას მო­ახ­დე­ნენ ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ზე. გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე სა­უ­ბა­რია პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბა­ზე და ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვა­ზე. მო­ე­რი­დეთ ფეთ­ქე­ბად ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან შე­ხე­ბას, ხალ­ხის მა­სებს, ტრავ­მულ საქ­მი­ა­ნო­ბას (ამ მოვ­ლე­ნის შე­სა­ხე­ბაც გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ხე­დოთ).

3 სექ­ტემ­ბერს 5:55-ზე ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა ქალ­წუ­ლის მე­თორ­მე­ტე გრა­დუს­ში. თა­ვი­დან­ვე უნდა გი­თხრათ, რომ და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტე­ბი გაქვს. იწყე­ბა ახა­ლი ციკ­ლი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­მუ­შა­ოს­თან, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­თან და ჯან­მრთე­ლო­ბას­თან. ვე­ლით ცვლი­ლე­ბებს და სი­ახ­ლე­ებს ამ სფე­რო­ებ­ში. ურ­თი­ერ­თო­ბა უფ­რო­სებ­თან ან გუნდში შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ა­რეს­დეს. თუ დიდი ხა­ნია უკ­მა­ყო­ფი­ლო ხართ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით დროა შეც­ვა­ლოთ იგი. სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში, ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გვე­ლო­დე­ბა. იმა­ტებს ემო­ცი­უ­რო­ბა, და­ძა­ბუ­ლო­ბა, კონ­ფლიქ­ტე­ბი ზემ­დგო­მებ­თან, ასა­კით ან თა­ნამ­დე­ბო­ბით უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან...განაგრძეთ კითხვა