ლიმონის სასარგებლო თვისებები
• შეიცავს C ვიტამინს და ამაგრებს იმუნიტეტს.
• ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
• თუ დილით გამოფხიზლება გიჭირთ, დალიეთ უზმოზე 1 ჭიქა თბილი წყალი ლიმონით.
• ვიტამინი Р, რომელისაც შეიცავს ლიმონი თრომბოზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია.
• ლიმონს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა შეუძლია
• ლიმონის არ მხოლოდ წვენი, კანიც სასარგებლოა. ის ნატურალური ანტისეპტიკია.
• ლიმონის კანში შემავალი ეთერზეთები ამაღლებს გუნება-განწყობას.
• სასუნთქი გზებისა და ყელის ანთებითი დაავადებების დროს სასარგებლოა ლიმონის ყვითელი კანის ღეჭვა (თეთრი გარსის გარეშე, რომელიც მწარეა).
• ლიმონი შესანიშნავად ასუფთავებს ღვიძლს. ამიტომ მის მიღება ს ხშირად ურჩევენ ისეთ პაციენტებს, რომლებიც ხანგრძლივად სვამენ ანტიბიოტიკებს.
• ლიმონი ათეთრებს და ამაგრებს ფრჩხილებს. უბრალოდ წაისვით ხელებზე ლიმონი და 2-3 პროცედურაში შედეგსაც დაინახავთ.
• ლიმონი ეფექტურია კოსმეტოლოგიაშიც. ათეთრებს კანს, აქრობს ანთებით პროცესებს და იცავს გამონაყარისგან
• წყალში გახსნილი ლიმონის წვენის გადავლება სასარგებლოა თმისთვის.
• ლიმონის წვენის აბაზანები სასარგებლოა ფეხებისთვისაც. ხსნის დაღლილობას და არბილებს ფეხის კანს.
ამდენი დადებითი თვისების მიუხედავად, ლიმონს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ისინი, ვისაც გასტრიტი და პანკრეატიტი აწუხებს.
გაითვალისწინეთ, რომ ლიმონის მდუღარე წყალში ან ჩაიში ჩაგდება სასურველი არ არის, რადგან სასარგებლო ნივთიერებების დიდ ნაწილს კარგავს.