რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს წყალი სახიფათო - Gemrielia.ge

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს წყალი სახიფათო

მზეზე ორი საათის განმავლობაში პლასტმასის ბოთლში დატოვებული წყალი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში გახდეს.

წყალი, ისევე როგორც ნებისმიერი პროდუქტი, შეიძლება გაფუჭდეს, განსაკუთრებით თუ ის ინახება პლასტმასის ბოთლში. ამ მიზეზით, პლასტმასის ბოთლებში წყალი არ წაიღოთ სანაპიროზე და ასევე არ იყიდოთ წყალი ქუჩის ჯიხურებში, რადგან შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რამდენ ხანს იდგა იგი სიცხეში.

ულტრაიისფერ გამოსხივებას შეუძლია შეცვალოს წყლის შემადგენლობა და გახადოს იგი უვარგისი მოხმარებისთვის.

მზის სხივების ზემოქმედებისას წყალში ბაქტერიები უფრო სწრაფად მრავლდებიან. ამან შესაძლოა სასმელის სუნი და გემოც კი შეცვალოს.

სწორად შეარჩიეთ ჭურჭელი: გაუმჭვირვალე ბოთლები ან სპეციალური თერმოსები. თავი შევიკავოთ წყლის მიღებისაგან მრავალჯერადი გამოყენებადი ბოთლებით, რომელთა კარგად გარეცხვა შეუძლებელია.

წყარო: MKURNALI.GE