როგორ შევინახოთ ნიორი ზამთარში ისე, რომ მალე არ გაფუჭდეს და გაზაფხულამდე გაძლოს?
ნიორი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია და მას მთელ მსოფლიოში როგორც სამკურნალოდ, ისე კულინარიაშიც ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს. როგორც იცით, ბოსტნეული უკვე თებერვლის დასაწყისიდან გამოშრობას იწყებს, ფუჭდება და სასარგებლო თვისებებსაც კარგავს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ თქვენთვის გაგვეზიარებინა მარტივი ხერხები თუ როგორ შევინახოთ ნიორი ისე, რომ დიდხანს გაძლოს და მალე არ გაფუჭდეს.
როგორ შევინახოთ ნიორი ოთახში?
თუ თქვენ კერძო სახლში ცხოვრობთ, მაშინ თქვენთვის ნივრის შენახვა ბევრად მარტივია. ბოსტნეულის შესანახად აირჩიეთ ისეთი ოთახი ან სარდაფი, სადაც არის ვენტილაცია. ასევე ამ ოთახში ტემპერატურა დაახლოებით +2 ან +4 გრადუსი უნდა იყოს, ხოლო ჰაერის ტენიანობა კი 70% - 80%.
შესანახად აარჩიეთ ნიორი, რომელსაც დაუზიანებელი და ძლიერი თავები აქვს. თუ ბოსტნეულის კბილი იშლება, ასეთი ნიორი არ შეინახება და უმჯობესია თუ მას დაუყოვნებლივ გამოიყენებთ.
როგორ შევინახოთ ნიორი ქილაში?
დაგჭირდებათ სტერილიზებული სამლიტრიანი ქილა და სადილის მარილი. ნიორი რამდენიმე დღით ღია ცის ქვეშ უნდა მოათავსოთ და გააშროთ მანამ, სანამ ქილაში ჩადებთ.
ქილის ძირი დაფარეთ მარილით 2 სანტიმეტრამდე, შემდეგ ჩადეთ ნიორი, ამის შემდეგ ისევ მოაყარეთ მარილი, ისევ დაამატეთ ნიორი და განაგრძეთ ასე, სანამ ქილა არ გაივსება. გაითვალისწინეთ რომ ბოლოს, ზემოდან ქილა აუცილებლად უნდა იყოს მარილით დაფარული. ქილა არ დახუროთ ჰერმეტულად, რადგან ნიორს სუნთქვა სჭირდება. შეინახეთ გრილ ადგილას. თუ სადილის მარილი არ გაქვთ, მის ნაცვლად შეგიძლიათ ფქვილი ან ნაცარი გამოიყენოთ, ისინი ტენიანობას კარგად შთანთქავენ.
როგორ შევინახოთ ნიორი ზეთში?
გაასუფთავეთ ნივრის კბილი, გააცალეთ მთლიანად კანი, შემდეგ გარეცხეთ და მოათავსეთ ქილაში. დაამატეთ ზეთი, ისე რომ ქილა გაივსოს და დაახურეთ პლასტმასის სახურავი. პროდუქტი ინახება მაცივარში, დაახლოებით 3 თვის განმავლობაში.
როგორ შევინახოთ ნიორი ქაღალდის პაკეტებში?
მოიმარაგეთ ქაღალდის პარკები ან ყუთი, ამოჭერით ხვრელები, ჩაყარეთ შიგნით ნიორი, კარგად შეუკარით თავი და შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას.