„ნახევრად უმი, ზომიერად შემწვარი...“ - როგორ უნდა მოამზადოთ თქვენთვის იდეალური სტეიკი სახლში? - Gemrielia.ge

„ნახევრად უმი, ზომიერად შემწვარი...“ - როგორ უნდა მოამზადოთ თქვენთვის იდეალური სტეიკი სახლში?

ხშირია შემთხვევა, როდესაც რესტორანში სტეიკის შეკვეთის დროს მიმტანი გეკითხებათ თუ როგორ გინდათ რომ თქვენი სტეიკი იყოს მომზადებული, საშუალოდ შემწვარი, ზომიერად და ა.შ. ჩვენ გასწავლით მარტივ ხერხებს თუ როგორ უნდა მიხვდეთ რა დონეზეა შემწვარი სტეიკი და ასევე გასწავლით თუ როგორ მოამზადოთ თქვენთვის იდეალური სტეიკი სახლში.

Rare - ნახევრად უმი

1-1725601096.jpg

თუ გინდათ რომ ნახევრად უმი სტეიკი მოამზადოთ, მაშინ ხორცი უნდა შეწვათ 45-48 გრადუსზე. სტეიკის შიგნიდან მთლიანად უმია, გამოდის წითელი წვენი, გარედან კი ოქროსფერ-ყავისფერია. სტეიკი ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან უნდა შეწვათ, არაუმეტეს 2 წუთისა.

სტეიკის მომზადების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ როდესაც ხორცი შეიწვება, დატოვეთ ის ფოლგის ქვეშ 5 წუთის განმავლობაში.

სტეიკიდან გამოჟონილი წითელი სითხე სინამდვილეში სისხლი არ არის, ეს არის მხოლოდ ხორცის წვენი და ცილა, რომელიც კუნთს წითელ ფერს აძლევს.

Medium Rare - ოდნავ შემწვარი

2-1725601137.jpg

წვის შიდა ტემპერატურა 50-53 გრადუსია. სტეიკი უფრო მკვრივია, მაგრამ შუა უმი რჩება. შეწვით სტეიკი თითოეულ მხარეს 6-7 წუთის განმავლობაში და დატოვეთ ფოლგის ქვეშ 5 წუთის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ ჩანგალი სტეიკის გადასაბრუნებლად, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ხორცის წვენის გაჟონვა.

Medium - ზომიერად შემწვარი

3-1725601167.jpg

ეს არის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სტეიკი. იწვება წითელი წვენის გარეშე, მაგრამ ხორცი რჩება ძალიან წვნიანი. წვის შიდა ტემპერატურა 55-60 გრადუსია. ხორცი შიგნიდან ღია ვარდისფერია, ხრაშუნა ქერქით. შეწვით ნაჭრები 8-9 წუთის განმავლობაში, დატოვეთ ფოლგის ქვეშ 4-5 წუთი.

Medium Well - საშუალოდ შემწვარი

4-1725601200.jpg

წვის ტემპერატურა 62-65 გრადუსია. ხორცი შიგნიდან ოდნავ ვარდისფერია, ხოლო ქერქთან უფრო ახლოს მას აქვს ნაცრისფერი ელფერი. ეს სტეიკი იწვება 10 წუთის განმავლობაში და ვტოვებთ ფოლგის ქვეშ არაუმეტეს 5 წუთისა.

თუ ერთზე მეტ სტეიკს ამზადებთ, ყველა სტეიკი ერთდროულად არ ჩადოთ ტაფაში. ამ გზით ისინი დაიწყებენ ჩაშუშვას საკუთარ წვენში.

Well Done - კარგად შემწვარი

5-1725601237.jpg

კარგად შემწვარი სტეიკი იწვება 72 გრადუსზე, 4,5-5 წუთის განმავლობაში (თითო მხრიდან წვის დროა).

ხორცის ცეცხლიდან გადმოდგომის შემდეგ აუცილებელია სტეიკი ცოტახნით „დაასვენოთ“, რომ მისი წვენი ხორცის ნაჭერში თანაბრად გაიშალოს.