რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ სასიყვარულო ურთიერთობებში? - ნახეთ სექტემბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი - Gemrielia.ge

რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ სასიყვარულო ურთიერთობებში? - ნახეთ სექტემბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე სი­ლა­მა­ზის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა სას­წორ­ში - თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის ნი­შან­შია. ამ პე­რი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თა­ნაც და სა­სიყ­ვა­რუ­ლოს­თა­ნაც. თვის ბო­ლოს ვე­ნე­რა მო­რი­ელ­ში გა­და­ვა და იმა­ტებს ვა­რა­უ­დე­ბი, ეჭ­ვე­ბი, უნ­დობ­ლო­ბა პარტნი­ო­რის მი­მართ. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი პი­რა­დი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რუ­კის მო­ნა­ცე­მებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი:

ვერ­ძი

23 სექ­ტემ­ბრამ­დე ვე­ნე­რა მოგ­ზა­უ­რობს თქვე­ნი პარტნი­ო­რო­ბის სექ­ტორ­ში. მო­გე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა შეც­ვა­ლოთ ცხოვ­რე­ბა, იპო­ვოთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, თუ ჯერ კი­დევ მარ­ტო ხართ. უნდა გა­იმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოთ ცხოვ­რე­ბა და გა­ხა­დოთ ის უფრო სა­ინ­ტე­რე­სო. გა­ნა­ახ­ლეთ გარ­დე­რო­ბი, და­უთ­მეთ დრო კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბას და მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რას.

გაქვთ შან­სი შეხ­ვდეთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს მხი­ა­რულ კომ­პა­ნი­ა­ში, ბუ­ნე­ბა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, სა­მუ­შაო გუნდში ან მივ­ლი­ნე­ბი­სას. უფრო ხში­რად ეწ­ვი­ეთ გა­მო­ფე­ნებს, თე­ატ­რებს, კა­ფე­ებს, სხვა­დას­ხვა გა­სარ­თობ შო­უ­ებს და კონ­ცერ­ტებს.

ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მყო­ფებს ვარ­სკვლა­ვე­ბი მშვიდ და სტა­ბი­ლურ თვეს გპირ­დე­ბი­ან. მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, შე­ი­ტა­ნეთ ნა­თე­ლი ემო­ცი­ე­ბი თქვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. კარ­გი პე­რი­ო­დია სა­ერ­თო გეგ­მე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად, ერ­თად ცხოვ­რე­ბის უკეთ ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის. მცი­რე უსი­ა­მოვ­ნე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გამო. საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს მო­უ­წყვეთ რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ემ­ნე­ბი და მი­არ­თვით სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ჩუქ­რე­ბი.

23 სექ­ტემ­ბრი­დან იმა­ტებს ემო­ცი­უ­რი ფონი, ძლი­ერ­დე­ბა სენ­სუ­ა­ლუ­რო­ბა და მი­ზი­დუ­ლო­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ძველ პარტნი­ორ­თან დაბ­რუ­ნე­ბა და გა­წყვე­ტი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ნახ­ლე­ბა. ვარ­სკვლა­ვე­ბი გაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ დრო­ე­ბი­თი კავ­ში­რე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ცდუ­ნე­ბის რი­ცხვი გა­იზ­რდე­ბა.

კურო

23 სექ­ტემ­ბრამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ო­ფი­სე რო­მა­ნი და­ი­წყოთ. შე­გიძ­ლი­ათ შეხ­ვდეთ გან­სა­კუთ­რე­ბულ ადა­მი­ანს კო­ლე­გე­ბის ან ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბის, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ან კლი­ენ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. შეხ­ვედ­რა მოხ­დე­ბა თქვე­ნი უშუ­ა­ლო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს. თქვე­ნი კავ­ში­რი სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად და და­ცუ­ლად იგ­რძნობთ. თუმ­ცა, ხან­და­ხან მო­გინ­დე­ბათ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან მეტი ვნე­ბა და ნა­თე­ლი ემო­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა. რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რა მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, სა­ნა­ტო­რი­უმ­ში ან და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლში. აგ­რეთ­ვე, ცხო­ველ­თან ერ­თად სე­ირ­ნო­ბი­სას, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში ან ვე­ტე­რი­ნა­რულ კლი­ნი­კა­ში.

და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა სწო­რი ბა­ლან­სის პოვ­ნა სამ­სა­ხურ­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბას შო­რის. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ოჯახს და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს. კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­ნარ­ჩუნ­დეს, თუ ერ­თად ას­რუ­ლებთ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს და არ მო­ე­რი­დე­ბით რუ­ტი­ნას. ჩხუ­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, პარტნი­ორ­თან უფრო ხში­რად გა­ნი­ხი­ლეთ სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბი, შო­პინ­გი, ერ­თობ­ლი­ვი არ­და­დე­გე­ბი და შა­ბათ-კვი­რის გეგ­მე­ბი. თქვე­ნი შვი­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბებ­სა და მიღ­წე­ვებს ასე­ვე შე­უძ­ლია გა­აძ­ლი­ე­როს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და გა­გა­ერ­თი­ა­ნებთ აღ­ზრდის სა­კი­თხებ­ში. ერ­თად და­ეს­წა­რით კონ­ცერ­ტებს, სპექ­ტაკ­ლებს, მუ­სი­კა­ლურ შო­უ­ებს. რაც და­გეხ­მა­რე­ბათ პარტნი­ორ­თან სრულ გა­გე­ბა­სა და ჰარ­მო­ნი­ას მი­აღ­წი­ოთ.

ტყუ­პი

23 სექ­ტემ­ბრამ­დე გექ­ნე­ბათ ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბის, სა­ინ­ტე­რე­სო კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და სა­სურ­ველ ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. გან­წყო­ბა გექ­ნე­ბათ პო­ზი­ტი­უ­რი, გახ­სნი­ლი და აქ­ტი­უ­რი ხართ სა­უბ­რებ­ში; მზად - რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ემ­ნე­ბის­თვის. ახლა სა­უ­კე­თე­სო დროა ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყე­ბად. ნუ მო­გე­რი­დე­ბათ ინ­ტე­რე­სის გა­მო­ხატ­ვა, თუ თქვენ­თან შეხ­ვედ­რი­სას ადა­მი­ან­მა გა­მო­ავ­ლი­ნა სიმ­პა­თია და ინი­ცი­ა­ტი­ვა.

სექ­ტემ­ბერ­ში გირ­ჩევთ მცი­რე შვე­ბუ­ლე­ბას და ჩვე­უ­ლი გა­რე­მოს შეც­ვლას. ზღვა­ზე ან რო­მე­ლი­მე ლა­მაზ ად­გი­ლას მოგ­ზა­უ­რო­ბა და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა თქვენს გან­წყო­ბა­ზე და და­გეხ­მა­რე­ბათ ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბა­ში. თუ მო­ვა­ლე­ო­ბის გამო გი­წევთ სა­მუ­შაო ად­გილ­ზე დარ­ჩე­ნა, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სა­სი­ა­მოვ­ნო თა­ნა­მო­სა­უბ­რე­ებს, ახალ კო­ლე­გებს და საქ­მი­ან პარტნი­ო­რებს. ნუ უგუ­ლე­ბელ­ყოფთ ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რას ონ­ლა­ინ, გაც­ნო­ბის სა­ი­ტებ­ზე.

და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბის­თვის თვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­ერ­თო­ბით. გექ­ნე­ბათ შან­სი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და გან­მარ­ტოთ ზო­გი­ერ­თი სა­კა­მა­თო სა­კი­თხი. ყო­ველ­დღი­ურ პრობ­ლე­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბი­სას არ და­გა­ვი­წყდეთ დას­ვე­ნე­ბა, სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა და შვი­ლებ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა. წა­დით სა­მოგ­ზა­უ­როდ, იხე­ტი­ა­ლეთ ბუ­ნე­ბა­ში, ეწ­ვი­ეთ სა­ერ­თო მე­გობ­რებს. ერ­თობ­ლი­ვი დას­ვე­ნე­ბა თქვენს წყვილს და­დე­ბით ემო­ცი­ებს და სა­სი­ა­მოვ­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს შე­მა­ტებს. სექ­ტემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­საძ­ლოა და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და ჩხუ­ბი წარ­მო­იშ­ვას. მო­ძებ­ნეთ კომ­პრო­მი­სე­ბი, შე­ე­ცა­დეთ მო­უს­მი­ნოთ თქვე­ნი პარტნი­ო­რის აზრს და მშვი­დად მო­აგ­ვა­როთ ყვე­ლა გა­უ­გებ­რო­ბა...განაგრძეთ კითხვა