ბავშვებში ჭარბი წონა და მოზრდილობაში სპორტის ნაკლებობა ერთი-ერთი საშიში დიაგნოზის მიზეზი აღმოჩნდა - რა დაასკვნეს მკვლევრებმა 30-წლიანი დაკვირვების შედეგად
ბავშვობაში ჭარბი წონა და ცუდი ფიზიკური მომზადება ათწლეულების შემდეგ დემენციის რისკს ზრდის. ამ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრალიელი მკვლევარები, რომელთა სტატია ჟურნალში Science and Medicine in Sport გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა 1985 წელს 7-დან 15 წლამდე ასაკის 1244 ბავშვი შეარჩიეს და 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათ. კონკრეტულად კი 2017-2019 წლამდე, როდესაც ეს ადამიანები 39-50 წლისანი გახდნენ. კვლევის დასაწყისში ბავშვებსა და მოზარდებს ფიზიკური მომზადების შესამოწმებლად ტესტირება ჩაუტარდათ (კარდიორესპირატორული გამძლეობა, კუნთების ძალა და გამძლეობა).
გარდა ამისა, მკვლევარებმა მათი ანთროპომეტრიული მონაცემები შეაგროვეს (შეფარდება წელისა და ბარძაყის გარშემოწერილობას შორის; რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია ბავშვის ან მოზარდის სიმსუქნის ალბათობა)...განაგრძეთ კითხვა