„რაც ეს მეთოდი ვისწავლე, დავისვენე...“ - როგორ გავაპრიალოთ ემალის ჭურჭელი მარტივად
ემალის ჭურჭელი ყველა დიასახლისის სამზარეულოშია. მართალია მისი გარეცხვა და გაწმენდა ადვილია, თუმცა დროთა განმავლობაში, ემალის ქვაბებზე მაინც წარმოიქმნება ლაქები და რჩება ჭუჭყი. ამიტომ ჩვენ გასწავლით მარტივ ხერხებს თუ როგორ უნდა გააპრიალოთ თქვენი ემალის ჭურჭელი.
ლიმონის მჟავა
ლიმონის მჟავა ხელს უწყობს ნადების მოცილებას, რომელიც წარმოიქმნება ხილისა და ბოსტნეულის მომზადების შემდეგ. გავხსნათ 10 გ. ფხვნილი 1,5 ლიტრ წყალში. თუ ჭურჭელი მოცულობით უფრო დიდია, გაზარდეთ ინგრედიენტების რაოდენობა, რათა მთლიანად შეავსოთ კონტეინერი. აადუღეთ წყალი და დატოვეთ ჭურჭელში გაციებამდე. შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებისამებრ.
სოდა
სოდა შეუცვლელი დამხმარეა სამზარეულოში, ის დაგეხმარებათ ნადებისა და ჩამჯდარი ჭუჭყის წინააღმდეგ ბრძოლაში. დაასველეთ ღრუბელი და წაუსვით ცოტაოდენი სოდა და გაწმინდეთ ის ადგილები, სადაც ჭუჭყია ჩამჯდარი. ამის შემდეგ გარეცხეთ ჭურჭელი ჩვეულებრივ.
ძმარი
9%-იანი ძმარი ჭურჭელს არა მხოლოდ ნადებს მოაშორებს, არამედ ჟანგის კვალსაც. დაასველეთ ღრუბელი ძმრით და გაწმინდეთ ლაქები და დატოვეთ ასე 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ უკვე ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებით გარეცხეთ.
წყალბადის ზეჟანგი
წყალბადის ზეჟანგი არის კიდევ ერთი საშუალება, რომელიც შეგიძლიათ გამიყენოთ თქვენი ჭურჭლის გასაპრიალებლად. აიღეთ ბამბა და დაასველეთ წყალბადის ზეჟანგით, წაუსვით ლაქებზე და გაიჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ ამოიღეთ ბამბა და გარეცხეთ თქვენი ჭურჭელი სარეცხი საშუალებით.
ყავა
თქვენ შეგიძლიათ თქვენი ემალის ჭურჭლის გასათეთრებლად ყავის ნალექის გამოყენებაც. ის კარგად ათეთრებს ხილისა და ბოსტნეულის მომზადების შემდეგ დატოვებულ ლაქებს. საყვარელი სასმლიდან დარჩენილი ყავის ნალექი დაიტანეთ ყვითელ ლაქებზე და დატოვეთ 15-20 წუთი. ამის შემდეგ ჭურჭელი გარეცხეთ თბილი წყლით სარეცხი საშუალებით.