მარტივი, გემრიელი და ნოყიერი საუზმის იდეები Keto’s kitchen corner-გან - Gemrielia.ge

მარტივი, გემრიელი და ნოყიერი საუზმის იდეები Keto’s kitchen corner-გან

Keto’s kitchen corner-ი გვიზიარებს ნოყიერი, გემრიელი და ბიუჯეტური საუზმის რეცეპტებს. სცადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შედეგი კომენტარებში!

ნოყიერი საუზმე პურში

გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი საუზმე, ამავდროულად არის ხრაშუნა და ძალიან წვნიანი. დაგჭრიდებათ პური, რომელსაც უნდა მოაჭრათ თავი (შეინახოთ ცალკე) და პურს ამოაცალოთ გული.

ქვედა ფენას წაუსვით სასურველი სოუსი, ჩააფინეთ ყველის ფირფიტები. შემდეგი ფენა - ძეხვია. ამ რეცეპტში გამოყენებულია „კორიდას“ პიკანტური მოხარშული ძეხვი. დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და დაადეთ ყველს ზემოდან.

მომდევნო ფენა დაჭრილი მჟავე კიტრია, რომელიც ძალიან უხდება. შემდეგ კი, თხლად დაჭრილი პომიდორი, მარილი და კვლავ თქვენთვის სასურველი სოუსი.

ბოლო ფენა კვლავ ყველის ფირფიტებია, რომელსაც ზემოდან უნდა მოაყაროთ გახეხილი იმერული ყველი.

დააფარეთ პურის ზედა ნაწილი და შეფუთეთ საცხობ ალუმინის ქაღალდში (ფოლგაში).

გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

"კორიდას“ "ავსტრიული“ შაშხით მომზადებული გემრიელი ბურგერები

დაგჭირდებათ ბურგერის პურები, რომელიც უნდა ამოჭრათ. შეძლებისდაგვარად ამოუღეთ გულსართი და დაიწყეთ მომზადება.

პირველი ფენა არის მდოგვი, შემდეგ ჩააფინეთ ჩედარის ყველის ფირფიტა.

„კორიდას“ ავსტრიული მოხარშულ-შებოლილი შაშხი დაჭერით საშუალო ზომის კუბებად და მოათავსეთ პურში.

დაუმატეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, მჟავე კიტრი, კეტჩუპი და პომიდვრის თხელი ნაჭრები.

მოასხით მაიონეზი და მოაყარეთ ზემოდან გახეხილი ყველი.

გამოაცხვეთ ღუმელში 200 გრადუსზე, მაქსიმუმ 10 წუთის განმავლობაში.

ხრაშუნა და განსხვავებული ჰოთ-დოგების რეცეპტი

ხრაშუნა და უმარტივესად მოსამზადებელი ჰოთ-დოგების მოსამზადებლად დაგჭირდებათ „კორიდას“ რძიანი სოსისი და მზა ფენოვანი ცომი.

ცომი დაჭერით სასურველ ზომებად, რომ გადაახვიოთ სოსისები. გადაახვიეთ ისე, რომ მთლიანად დაიფაროს.

ჩაჭერით ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები.

მთავარი პრინციპი ის არის, რომ სოსისი უნდა ჩაიჭრას, მაგრამ ცომი ბოლომდე არა. გაჭრილი ნაწილები გადაწიეთ გვერდებისკენ, მოათავსეთ ფქვილმოყრილ საცხობ სინზე, გადაუსვით კვერცხის გულისა და რძის მასა და აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე, გადაბრაწვამდე.

ბოლოს მოასხით კეტჩუპი და მაიონეზი.

გემრიელად მიირთვით!