მოამზადეთ თვალის პაჩები თქვენივე სამზარეულოში - აუმჯობესებს თვალის გარშემო კანის სტრუქტურას - Gemrielia.ge

მოამზადეთ თვალის პაჩები თქვენივე სამზარეულოში - აუმჯობესებს თვალის გარშემო კანის სტრუქტურას

თვალის გარშემო კანი უფრო ნაზი და სათუთია, ვიდრე სახის სხვა მონაკვეტზე, ამიტომ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. გთავაზობთ რამოდენიმე ნიღბის რეცეპტს, რომელიც თქვენივე სამზარეულოში შეგიძლიათ მოამზადოთ.


ნიღბები ოხრახუშით:

• 2 ჩაის კოვზ არაჟანს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ძალიან წვრილად დაჭრილი ან დანაყილი ოხრახუში. წაისვით თვალის გარშემო, ზემოდან დაიფინეთ სველი, გაწურული ბამბის ტამპონები. 15 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

• შეურიეთ 10 გრამი წვრილად დაჭრილი ოხრახუში ცოტაოდენ დარბილებულ კარაქს და შეიზილეთ თვალის გარშემო

• უბრალოდ დანაყეთ ოხრახუშის ღერები, გამოწურული წვენი წაისვით თვალის გარშემო და ზემოდან ნოტიო ბამბის ტამპონები დაიფინეთ. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კარტოფილის ნიღბები თვალის გარშემო კანს კვებავს და ჩალურჯებებს აქრობს.

• ყველაზე ადვილია მოხარშოთ კანიანი კარტოფილი, შეაგრილოთ, გაჭრათ ორად და თბილი დაიდოთ თვალებზე 30-40 წუთი
.
• უმი კარტოფილი გახეხეთ, აიღეთ 2 ჩაის კოვზი, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი რძე და 2 ს.კ ფქვილი. დაიდეთ თვალის გარშემო 15-20 წუთი.

თაფლიანი ნიღბები:

• მშრალი კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა თაფლისა და კვერცხის გულის ნიღაბი. შეურიეთ ერთმანეთს და წაისვით თვალის გარშემო 10-15 წუთით.

• შეურიეთ 1 კოვზი თაფლი 2 კოვზ ხაჭოს, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი და 1 კოვზი ნაღები. წაისვით თვალის გარშემო 15 წუთით

თვალის გარშემო კანს ასევე უხდება ხილის ნიღბები. მწიფე ატმის, მარწყვის , ბანანის რბილობს დაამატეთ 1-2 კოვზი არაჟანი, რძე ან ნაღები და წაისვით კანზე.