რით დავნამოთ ბისკვიტი და როგორ გავხადოთ ჩვენი დესერტი უფრო გემრიელი? - 4 მარტივი ხერხი, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ - Gemrielia.ge

რით დავნამოთ ბისკვიტი და როგორ გავხადოთ ჩვენი დესერტი უფრო გემრიელი? - 4 მარტივი ხერხი, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ

ტორტის ან ნამცხვრის მომზადების დროს, ბისკვიტის დანამვა ერთ-ერთი აუცილებელია პროცესია. ეს დესერტებს არა მხოლოდ ტენიანობას, არამედ დამატებით გემოსა და არომატს მატებს. ამიტომ ჩვენ გასწავლით მარტივ გზებს თუ რით დავნამოთ ბისკვიტი და როგორ გავხადოთ ჩვენი დესერტი უფრო გემრიელი.

propitka-dlya-torta-713415-1726142829.jpg

ბისკვიტის დასანამად ყველაზე მოსახერხებელია საკონდიტრო ფუნჯის გამოყენება. ეს ხელს შეუწყობს სითხის რაოდენობის რეგულირებას. გახსოვდეთ, რომ ბისკვიტის ზედმეტად დატენიანება სასურველი არ არის. ბისკვიტი შეგიძლიათ დანამოთ გამოცხობისთანავე, როცა ჯერ კიდევ თბილია. მაგრამ შემდეგ აუცილებლად გააციეთ და დარწმუნდით რომ კარგად არის გაგრილებული, სანამ ტორტის ან ნამცხვრის აწყობას დაიწყებთ. მეორე ვარიანტია ნამცხვრის ფენების ცალ-ცალკე სიროფით დანამვა. ახლა კი გასწავლით ბისკვიტის სიროფის მომზადების რამდენიმე ხერხს.

შაქრის სიროფი

sirop-dlya-biskvita-610280-1726142850.jpg

ბისკვიტის დანამვის უმარტივესი სიროფის რეცეპტი ასე გამოიყურება: შეურიეთ ერთმანეთს 100 მილილიტრი წყალი და 50 გრამი შაქარი და აადუღეთ 2-3 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ და შაქრის სიროფი მზად არის.

ლიმონის შაქრის სიროფი

sirop-dlya-biskvita-610281-1726142881.jpg

თუ თქვენ გეგმავთ ნამცხვრის მომზადებას შედედებული რძით, მაშინ ეს სიროფი გამოგადგებათ.

ინგრედიენტები:

  • შაქარი - 50 გრამი;
  • წყალი - 100 მლ;
  • 1/3-1/2 ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:

შაქარი და წყალი აადუღეთ. შემდეგ გაწურეთ 1/3 ლიმონის წვენი და დაუმატეთ ადუღებულ სიროფს. (არ დაგავიწყდეთ ჯერ გაგრილება და შემდეგ ლიმონის წვენის დამატება, სიროფი ძალიან ცხელია!). საჭიროების შემთხვევაში, გემოს დასაბალანსებლად შეგიძლიათ ცოტა მეტი ლიმონის წვენიც დაამატოთ.

თაფლის სიროფი

40c44620b81f4da6e417dd5c660f6bad-1726142939.jpeg

შაქრის ალტერნატივა შეიძლება იყოს თაფლის სიროფი ბისკვიტისთვის.

ინგრედიენტები:

  • თაფლი - 100 გრამი;
  • წყალი - 150 მლ;
  • ლიმონის წვენი - 1-2 ჩ/კ. (სურვილისამებრ).

მომზადების წესი:

თაფლის ყველა სასარგებლო თვისების შესანარჩუნებლად, უმჯობესია მას ცხელი წყალი დაუმატოთ და კარგად აურიოთ, სანამ თაფლი მთლიანად არ დაიშლება. სურვილისამებრ შეგიძლიათ დააბალანსოთ გემო ლიმონის წვენით.

ფორთოხლის სიროფი

apelsinovii-sirop-dlya-propitki-biskvita-709555-1726142967.jpg

თუ გინდათ, რომ ნამცხვარს არა მხოლოდ ტენიანობა, არამედ დამატებითი გემოც დაუმატოთ ბისკვიტის დანამვით, მაშინ აუცილებლად მოამზადეთ ფორთოხლის სიროფი.

ინგრედიენტები:

  • ფორთოხალი - 2 ც;
  • შაქარი - 150 გრამი;
  • წყალი - 100 მლ;
  • დარიჩინის ჯოხი - 1 ც.

მომზადების წესი:

ფორთოხლის ცედრა მოაცალეთ და მოათავსეთ ქვაბში. შემდეგ დაამატეთ შაქარი, წყალი და დარიჩინი. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამავდროულად გამოწურეთ 150 მლ. ფორთოხლის წვენი და დაამატეთ ტაფაში. მოხარშეთ სიროფი კიდევ 5-7 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ.