ხმელ სუნელებში საგანგაშო რაოდენობის ტყვია დაფიქსირდა - რა პრობლემებს იწვევს მძიმე მეტალი ბავშვებსა და უფროსებში - Gemrielia.ge

ხმელ სუნელებში საგანგაშო რაოდენობის ტყვია დაფიქსირდა - რა პრობლემებს იწვევს მძიმე მეტალი ბავშვებსა და უფროსებში

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, რომელსაც სურსათის უვნებლობის სააგენტო საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად ატარებს, ბათუმის აგრარულ ბაზარში, საკვებ პროდუქტში, კერძოდ, ხმელ სუნელში, ჭარბი რაოდენობის ტყვია დაფიქსირდა. მიღებული შედეგებით, ხმელ სუნელში ტყვიის შემცველობამ 9 323 მგ/კგ შეადგინა, როცა დასაშვები ნორმა 2 მგ/კგ-ია. თემის შესახებ სიუჟეტი "იმედის დილამ" მოამზადა.

ანა გემაზაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ამბობს:

"წელს, ამ ეტაპზე, 200-ზე მეტი არაცხოველური, ცხოველური წარმოშობის სურსათისა და 100 სხვა დასახელების სურსათის ნიმუში გამოვიკვლიეთ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტყვია აღმოჩნდა. როდესაც ჩვენი სპეციალისტები მივიდნენ და დარღვევა აღმოაჩინეს, ბიზნესოპერატორს დაევალა როგორც ხმელი სუნელის კვლევა, ლაბორატორიული გამოცდა, ასევე, სათითაო ინგრედიენტის გამოკვლევა და ლაბორატორიული გამოცდის შედეგების წარმოდგენა. ის პარტია დავლუქეთ და მისი რეალიზება აღარ ხორციელდება."

ორგანიზმში დიდი რაოდენობის ტყვია ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს.განსაკუთრებით კი ადრეულ ასაკში. ბავშვების ორგანიზმი, ზრდასრულებთან შედარებით, 4-5-ჯერ უფრო მეტ ტყვიას ითვისებს, რაც სწრაფი ინტოქსიკაციის რისკს ზრდის...განაგრძეთ კითხვა