ნიორი გაძვირებულ პროდუქტებში მე-3 ადგილზეა - რა არის იმპორტული და ქართული ნივრის ფასი მარკეტებში? - Gemrielia.ge

ნიორი გაძვირებულ პროდუქტებში მე-3 ადგილზეა - რა არის იმპორტული და ქართული ნივრის ფასი მარკეტებში?

საქართველოში ნივრის იმპორტი 37%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 692 ათასი აშშ დოლარის ნიორი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 434 ათასი დოლარის ღირებულების.

საქართველო წელს ნიორს ძირითადად შემდეგი ქვეყნებიდან ყიდულობს:

  • ჩინეთი - 21 3 ათასი დოლარის;
  • ირანი - 172 ათასი დოლარის;
  • თურქეთი - 36 ათასი დოლარის;
  • ყაზახეთი - 12 ათასი დოლარის.

იმპორტის მსგავსად შემცირებულია ქართული ნივრის ექსპორტიც. კერძოდ, გასული წლის 7 თვეში თუ საქართველომ თითქმის 300 ათასი დოლარის ნიორი გაყიდა, წელს ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 236 ათას დოლარამდე შემცირდა...განაგრძეთ კითხვა