"ეს პროდუქტები გულსა და სისხლძარღვებს აძლიერებს..." - ხილი და ბოსტნეული, რომელიც უნდა მიირთვათ გულის დაავადებების რისკის შესამცირებლად
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რომ დიეტა შეიცავდესკალიუმით, კალციუმით, B, C და A ვიტამინებით მდიდარ საკვებს. მათი მიღება შეგიძლიათ ხილიდან და ბოსტნეულიდან, რომლებიც უნდა მიირთვათ გულის დაავადებების რისკის შესამცირებლად.
უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ ბანანს, რომელიც შეიცავს უამრავ კალიუმს და აძლიერებს გულის კუნთს. ის ასევე შეიცავს ტრიპტოფანს, რომელიც ხსნის სტრესს და ეხმარება ნერვულ სისტემას.
ასევე რეკომენდებულია ბროწეული, რომელიც შეიცავს უამრავ B, A, C, E ვიტამინებს, ასევე რკინას, ფოლიუმის მჟავას და ანტიოქსიდანტებს.
ხურმა, მაგნიუმის მაღალი შემცველობის გამო, ამშვიდებს და აფართოებს სისხლძარღვების კედლებს...განაგრძეთ კითხვა