გულისთვის სასარგებლო 10 საკვები, რომელიც აუცილებლად უნდა ჩართოთ კვების რაციონში - Gemrielia.ge

გულისთვის სასარგებლო 10 საკვები, რომელიც აუცილებლად უნდა ჩართოთ კვების რაციონში

კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის ჯანმრთელობაზე. საკვებს შეუძლია გაზარდოს ქოლესტერინის დონე და არტერიული წნევა, რაც თავის მხრივ იწვევს გულის დაავადებებს. ჩვენ გავაერთიანეთ ის 10 პროდუქტი, რომელიც გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და კარგი იქნება თუ ამ საკვებს თქვენს ყოველდღიურ რაციონშიც შეიტანთ.

მწვანე ბოსტნეული

1-1726674128.jpg

ისპანახი, კალე და კომბოსტო მდიდარია მინერალებით, ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით, განსაკუთრებით კი K ვიტამინის შემცველობით. ამ ბოსტნეულის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა, გააუმჯობესოს სისხლძარღვების მდგომარეობა და ასევე შეამციროს გულის კორონარული დაავადების განვითარების რისკი.

მარცვლეული

ess-1726674460.jpg

მარცვლეულის ყოველდღიური მიღება ჰიპერტენზიის პრევენციასა და მკურნალობაში დაგეხმარებათ. რაც უფრო მეტი ბუნებრივი, არარაფინირებული ნახშირწყლებია თქვენს მენიუში, მით ნაკლებია გულის კორონარული დაავადების განვითარების რისკი. გარდა ამისა, მარცვლეულის ჭამა ამცირებს ქოლესტერინს და არტერიულ წნევას.

პროდუქტები, რომლებიც უნდა იყოს თქვენს რაციონში:

  • შვრიის ფაფა;
  • ყავისფერი ბრინჯი;
  • ჭვავის პური.

ავოკადო

avokado-1726674716.jpg

ავოკადო არაჩვეულებრივი წყაროა ჯანსაღი ცხიმების, ბოჭკოსი, ვიტამინებისა თუ მინერალების. ხილი ასევე მდიდარია კალიუმით, რომელიც აუცილებელია გულის ჯანმრთელობისთვის. საკმარისი რაოდენობით კალიუმის მიღებამ შესაძლოა შეამციროს არტერიული წნევა და ინსულტის რისკი. კვლევამ აჩვენა, რომ ავოკადოს ყოველდღიური მიღება ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

თევზი

tevzi-1726674949.jpg

ზღვის ორაგული, ტუნა, სარდინი და სკუმბრია მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, რაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს და ასევე არითმიებს. გარდა ამისა, ისინი აუმჯობესებენ არტერიების ფუნქციას, ამცირებენ არტერიულ წნევას და ტრიგლიცერიდების დონეს.

თხილეული

txili-1726675063.jpg

ნუში წარმოუდგენლად მდიდარია ნუტრიენტებით, ვიტამინებითა და მინერალებით, ასევე ჯანსაღი ცხიმებითა და ბოჭკოებით, რომლებიც დაგიცავთ გულის დაავადებებისგან. ნუშის ჭამას შეუძლია შეამციროს ქოლესტერინის დონე. კაკალიც ასევე არის ბოჭკოს, მაგნიუმის, სპილენძისა და მანგანუმის შესანიშნავი წყარო.

კენკრა

kenkra-1726675593.jpg

კენკრა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ორგანიზმს ანთებისა და ოქსიდაციური სტრესისგან იცავს. კენკრას შეუძლია გააძლიეროს გულის კუნთი, მოახდინოს არტერიული წნევის ნორმალიზება და ასევე შეამციროს ქოლესტერინის დონე.

ყველაზე სასარგებლო კენკრა თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის:

  • მარწყვი
  • მოცვი
  • მაყვალი
  • ჟოლო

პარკოსნები

parkosnebi-1726675631.jpg

საკმარისი რაოდენობის ლობიოს მიღებამ შეიძლება სისხლში ტრიგლიცერიდების დონე შეამციროს, ასევე ქოლესტერინი. პარკოსნებს შეუძლიათ არტერიული წნევა და ანთება შეამცირონ. წიწიბურა და ედამამის ლობიო ასევე სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის, რადგან მათ შეუძლიათ სისხლში ლიპიდების დონე გაზარდონ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი შეამცირონ.

ზეითუნის და სელის ზეთი

11-1726675814.jpg

მცენარეული ზეთები მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ასევე ჯანსაღი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც აუმჯობესებენ გულის მუშაობას. ოლეინის მჟავა, რომლითაც მდიდარია ზეითუნის ზეთი, შეიძლება იყოს ჰიპერტენზიის შესანიშნავი სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება.

ბოსტნეული

1111111-1726675939.jpg

პომიდორი მდიდარია მცენარეული პიგმენტით ლიკოპენით, რომელსაც აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. სისხლში ლიკოპენის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი და გულის შეტევა. პომიდვრის რეგულარული მოხმარება არეგულირებს არტერიულ წნევას და ზრდის ჯანსაღი ქოლესტერინის დონეს. ნიორი შეიცავს ალიცინს, რომელსაც აქვს მრავალი თერაპიული ეფექტი. ნივრის ექსტრაქტს შეუძლია შეამციროს სისხლის შედედების და ინსულტის რისკი.

ამ ბოსტნეულის რეგულარული მოხმარება ასევე დადებითად იმოქმედებს თქვენი გულის ჯანმრთელობაზე:

  • ჭარხალი;
  • წიწაკა;
  • სატაცური;
  • გოგრა;
  • ხახვი;
  • ყვავილოვანი კომბოსტო.

შავი შოკოლადი

shokoladi-1726676098.jpg

ბუნებრივი შავი შოკოლადი მდიდარია ფლავონოიდებით, რამაც შეიძლება გულის ჯანმრთელობა გააუმჯობესოს. შოკოლადის ზომიერმა მოხმარებამ (მინიმუმ 82% კაკაოს შემცველობით) შეიძლება შეამციროს ინსულტის, დიაბეტის და გულის კორონარული დაავადების რისკი. ეს ჯანსაღი და გემრიელი საკვები დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და შეამციროთ გულის დაავადებების რისკი.