მეგა ფასდაკლებები და მეგა პრიზები კარფურში ბრენდი საქართველოში მოღვაწეობის მე-12 წელს აღნიშნავს
20 სექტემბრიდან, საიუბილეო კამპანიის ფარგლებში, კარფური ერთგულ მომხმარებლებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე 60%-მდე ფასდაკლებებს სთავაზობს. გარდა ფასდაკლებებისა, წელს მომხმარებლებს კარფურის გრანდიოზული გათამაშების ფარგლებში, განსაკუთრებული პრიზების მოგების შესაძლებლობაც ექნებათ.
გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია - ამისთვის საჭიროა მომხმარებლებმა შეიძინონ სასურველი პროდუქცია და ყოველი 50 ლარის გადახდისას მიიღონ გათამაშების 1 ბილეთი, ხოლო კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაი ქლაბის“ გატარების შემთხვევაში კი მომხმარებლებს დამატებით 1 ბილეთი გადაეცემათ.
გამარჯვებულის გამოვლენა ორ ეტაპად გაიმართება. 5 და 19 ოქტომბერს, რუსთავი 2 - ის პირდაპირ ეთერში, ავტომობილ კია სტონიკის (KIA Stonic) 12 იღბლიანი მფლობელის ვინაობა გაჟღერდება.
ასევე, მომხმარებლებს, კარფურის საიუბილეო კამპანიის ფარგლებში, ონლაინ შოპინგის პლატფორმებზე - Glovo და Wolt, პროდუქციის ფართო არჩევანი, განსაკუთრებული ფასდაკლებებით დახვდებათ. კამპანიის ფარგლებში, 20 სექტემბრიდან - 20 ოქტომბრის ჩათვლით, მსურველები უფასო მიტანის სერვისით სარგებლობას შეძლებენ.
„კარფური“მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც უკვე 12 წელია, მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ლოიალობის პროგრამა - „მაი ქლაბით“. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.
იმიტომ რომ კარფურის დაბადების დღეა!
R