8 უჩვეულო მეთოდი სახამებლის გამოსაყენებლად საყოფაცხოვრებო საქმეებში - Gemrielia.ge

8 უჩვეულო მეთოდი სახამებლის გამოსაყენებლად საყოფაცხოვრებო საქმეებში

ლაქების მოცილება

გახსენით სახამებლის ფხვნილი წყალში, რომ მიიღოთ სქელი მასა და შეაზილეთ სისხლის ან მელნის ლაქაზე. გააშრეთ ტანსაცმელი და მოაშორეთ ზედმეტი სახამებელი ჯაგრისით. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ მეორედ და ტანსაცმელი ჩვეულებრივად გარეცხეთ. სახამებელი შესანიშნავად აშორებს ცხიმის ან ჭუჭყის კვალს. ამისათვის ფხვნილი დააყარეთ ლაქას, მსუბუქად შეაზილეთ ღრუბლით და გააჩერეთ 20-30 წუთით გარეცხვამდე.

ავეჯის გაპრიალება

კარგად გაასუფთავეთ ავეჯი და წაუსვით სახამებლის პასტა რბილ, სუფთა ქსოვილზე. ამის შემდეგ გააპრიალეთ ხე, სანამ არ გაბრწყინდება. თქვენ შეგიძლიათ გააპრიალოთ სხვადასხვა ზედაპირი და ვერცხლის ნივთები ამავე მეთოდით.

უსაფრთხო წებო ბავშვებისთვის

მცირეწლოვან ბავშვებს უყვართ კრაფტი. მათთვის არატოქსიკური წებოს გაკეთება თავად შეგიძლიათ. სახამებელი გახსენით ცივ წყალში და დაასხით მდუღარე წყალი თხელ ზოლად, განუწყვეტლივ ურიეთ. გაგრილების შემდეგ, წებო შეგიძლიათ გამოიყენოთ.

გამწმენდი და სუნის შთამნთქმელი

ერთ პარკში მოათავსეთ უსიამოვნო სუნიანი სათამაშოები სახამებლის ფხვნილთან ერთად, მჭიდროდ შეახვიეთ და რამდენჯერმე შეანჯღრიეთ. დატოვე პარკი ერთი დღე გაუხსნელად, შემდეგ კი კარგად დაბერტყეთ სათამაშო.

ოფლიანობის სამკურნალო ბუნებრივი საშუალება

თუ ბევრს ოფლიანობთ და გაქვთ ალერგიული რეაქციები სამრეწველო დეზოდორანტებზე, შეგიძლიათ იღლიები და სხეულის პრობლემური ადგილები სახამებლის ფქვილით დაიმუშავოთ. ეს ხელს შეუშლის ოფლიანობას და აღმოფხვრის სუნს.

აბაზანის "ბომბი"

სახამებელი შეურიეთ ლიმონმჟავას, დაამატეთ ცივი წყალი და ეთერზეთი თქვენი საყვარელი სურნელით. თქვენ შეგიძლიათ თავად გამოიყენოთ ისინი, ან გააკეთოთ ლამაზი საჩუქარი.

მზის დამწვრობისა და მწერების ნაკბენისთვის

წაისვით სახამებლისა და წყლის სქელი პასტა დაზიანებულ კანზე. გაშრობის შემდეგ ჩამოიბანეთ ადგილები გამდინარე წყლის ქვეშ.

ფანჯრებისთვის და სარკეებისთვის

ცხელ წყალს დაუმატეთ სახამებელი და ძმარი. შეასხურეთ ნარევი შუშის ზედაპირზე და გააპრიალეთ რბილი ქსოვილით.