როგორ გამოვიყენოთ ჟელატინი სწორად
ჟელატინი 2 სახის არსებობს. ყველაზე გავრცელებული, რომელსაც ვიყენებთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტი გახლავთ და ძვლების გადამუშავების შედეგად მიიღება. მეორე, მცენარეული ჟელატინი გახლავთ აგარ-აგარი, ან უბრალოდ აგარი, რომელიც წყალმცენარეების ბაზაზე მზადდება.
ცხოველური ჟელატინი გვხვდება როგორც გრანულების სახით, ასევე ფურცლების სახით.
როგორც წესი, ჟელატინს ცივ წყალში ალბობენ. დამბალ და გაფუებულ ჟელატინს ზედმეტი წყალი უნდა გადაუწუროთ (თუ რეცეპტში ეს წყალიც საჭირო არ არის) და დაბალ ცეცხლზე გაადნოთ. გახსოვდეთ, ჟელატინი არ უნდა ადუღდეს, თორემ ეფექტური აღარ იქნება. აგარ-აგარის ადუღება დასაშვებია.
თუ ჟელეში ხილიც შედის, პატარა ნაჭრებად დაჭერით, რომ ჟელე ერთგვაროვნად შეიკრას.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ჟელატინის პაკეტზე დატანილი ინსტრუქცია და ვარდისიანობის თარიღი. არსებობს სწრაფადხსნადი ჟელატინიც. ჟელატინის გახსნა შეიძლება პირდაპირ თბილ სითხეშიც.
ჟელეს მომზადებისას, უნდა დაიცვათ პროპორციები, თორემ შესაძლოა რეზინივით მასა მიიღოთ. 1 ლიტრ სითხეზე 20 გრამი ჟელატინით მიიღება ძალიან ნაზი, "მთრთოლავი" ჟელე, თუ რაოდენობას 50-60 გრამამდე გაზრდით, მიიღებთ ჟელეს, როემლიც დანით დაიჭრება (მაგალიტად მარმელადისთვის).
ნუ შეინახავთ ჟელეს საყინულეში, თორემ დაკრისტალდება.