რომელ გენებს იღებს ბავშვი დედისგან და რომელი გენები გადაეცემა მამისგან?
ბებია დედის ხაზით ყველაზე დიდ როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში - წერს ჟურნალი "Etapa Infanti". ის არა მარტო გადასცემს ბავშვს აუცილებელ ცოდნას, უნარებს, ჩუქნის სითბოსა და სიყვარულს (თუ მათ აქვთ აქტიური ურთიერთობა და ბავშვი ისედაც დიდ დროს ატარებს ამ ბებიასთან), არამედ მათი კავშირი ბევრად უფრო ღრმა არის. ეს კავშირი გენის დონეზეა!
ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვები გენეტიკურად არა მხოლოდ მშობლის ნიშან-თვისებებს, არამედ ბებია-პაპის ნიშან-თვისებებსაც იღებენ, რადგან მშობლებიც თავიანთი მშობლების დნმ-ის მატარებლები არიან.გენეტიკური კვლევების მიხედვით, ბებიები 25% გენს იზიარებენ შვილიშვილებთან
პატარები, როგორც წესი, დედისა და მამის მშობლისგან თანაბარი რაოდენობის გენს იღებენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათზე გავლენას სწორედ ბებიის გენი ახდენს უფრო მეტად.
ბებიებს მათი მეუღლისგან განსხვავებით შვილიშვილებთან უფრო უნიკალური რამ აკავშირებთ. ისინი არიან ადამიანები, ვინც თავის დროზე ბავშვის დედა გააჩინეს და ამიტომ უფრო დიდ სულიერ და გენეტიკურ სიახლოვეს განიცდიან შვილიშვილებთან. ამის გამო ბებიის როლი შვილიშვილის ცხოვრებაში ყოველთვის უფრო აღმატებული და განსაკუთრებულია, რაზეც გენეტიკური სიახლოვე ძალიან დიდ გავლენას ახდენს.
ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი შედარებითია და თითოეული ოჯახი - უნიკალური. როდესაც საქმე გენეტიკას ეხება, რაიმეს წინასწარ გათვლა, რა თქმა უნდა, რთულია. უბრალოდ, ეს ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა და ყველაზე ხშირი, გამოკვლეული სპეციალისტების მიერ.
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ბებიები გოგო შვილიშვილთან ყველაზე უფრო დიდ გენეტიკურ კავშირსა და სიახლოვის საშუალებას იქს ქრომოსომების წყალობით ამყარებენ. როგორც დადგინდა, დედის დედა, მამის დედისგან განსხვავებით, შვილიშვილის გენს 50% იქს ქრომოსომებს გადასცემს. შესაბამისად, მამის დედისგან განსხვავებით, შვილიშვილებს დედის დედასთან 25%-ით უფრო მეტი იქს ქრომოსომა აკავშირებთ გენურ დონეზე.
გენებთან და პოზიტივთან ერთად შვილიშვილებს გადაეცემათ მავნე ჩვევები და ამა თუ იმ დაავადებისადმი მიდრეკილებასპეციალისტების აზრით, იმ ემოციებმა, რასაც განიცდიდა თავის დროზე ბებია, ბავშვის დედაზე ორსულობის დროს, შეიძლება იმოქმედოს შვილიშვილის (გოგონას შვილის) განვითარებაზე.
ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ოჯახი ერთი მთლიანი ორგანიზმია, რომლის წევრებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან...განაგრძეთ კითხვა