„ვერ გავიგე, ასეთი რა დააშავა პამიდორმა - საიდან მოდის ეს გაუთავებელი მითები?“ - რა განმარტებას აკეთებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ზოგიერთი პროდუქტის შესახებ ხალხში გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გაქარწყლებას ცდილობს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:ადრე ვწერდი ხოლმე უსაფუძვლოდ "ეჭვმიტანილ" პროდუქტებზე, მაგალითად, ღორის ხორცზე, რომლის აკრძალვას პაციენტებისთვის არავითარი რაციონალური საფუძველი არ გააჩნია (სანამ მეჩხუბებით, გავიმეორებ, რომ ყურადღება ზოგადად ჭარბი ცხიმის მავნებლობაზე უნდა იყოს გამახვილებული და არა მაინცდამაინც ერთ რომელიმე პროდუქტზე, რომელიც თავისთავად სხვა სახეობის ხორცზე მავნე სულაც არ არის).ახლა კიდევ ერთ პროდუქტზე მინდა ვთქვა, რომელმაც, ვერ გავიგე, ასეთი რა დააშავა, რომ უამრავი პაციენტი მისვამს კითხვას, შეიძლება თუ არაო. ეს არის პამიდორი.
ზოგი არც მეკითხება და თავისით იღებს გადაწყვეტილებას, რომ აიკრძალოს და მერე სიამაყით მამცნობენ ხოლმე, რომ თურმე დიდი ხანია პამიდორს არ ჭამენ (ღვიძლის სხვადასხვა დაავადებების დროს). რატომ? საიდან მოდის ეს ზღაპარი და ამ სრულიად უვნებელ და მეტიც, ძალიან სასარგებლო პროდუქტს რატომ "გაუტყდა სახელი" ასე საშვილიშვილოდ?
საქმე იმაშია, რომ საქართველოში ისედაც დიდად ჯანსაღად არ იკვებება ხალხი და ზოგისთვის ბოსტნეულის მიღება..განაგრძეთ კითხვა